შინაარსზე გადასვლა

ანბანის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანბანის კოშკი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
წინა სახელები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ალტერნატიული სახელები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ზოგადი ინფორმაცია
შენობის ტიპი კოშკი
არქიტექტურული სტილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ქვეყანა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ქალაქი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მდებარეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მისამართი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
აშენების ღირებულება 64 მლნ. ლარი[2]
მფლობელი ბათუმის მერია
დაიწყო Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დასრულდა 2011
ზომები და ტექნიკური დეტალები
სიმაღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დიამეტრი 31 მ.[3]
ფართობი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ტევადობა ≈ 325 ადამიანი
ლიფტები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
არქიტექტორ(ებ)ი ალბერტო დომინგო კაბო
<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">არქ. ფირმა CMD Ingenieros[2]
სართულების რაოდება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი
www.alphabetictower.com

ანბანის კოშკი — 130 მეტრი სიმაღლის, დნმ-ის სტრუქტურული მოდელის ანალოგიური, ქართული ანბანის 33 ასოიანი კოშკი, საქართველოს ქალაქ ბათუმში. ანბანის კოშკი ქალაქის საზღვაო სანაპიროდან ჩრდილოეთით მდებარეობს, ამ მდებარეობის წყალობით იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას ქალაქის პანორამების დასათვალიერებელ ადგილად. მნახველებს, რომლებიც ობსერვატორიას და პანორამულ რესტორანს ესტუმრებიან შესაძლებლობა მიეცემათ ანბანის კოშკიდან დაათვალიერონ ქალაქის, მთების და შავი ზღვის ხედები. კოშკის აგებაზე ესპანური კომპანია CMD Ingenieros მუშაობდა, ხოლო კოშკის არქიტექტორია ალბერტო დომინგო კაბო; მას ასევე ქუთაისის პარლამენტის შენობის არქიტექტორობაც ეკუთვნის[4]. კოშკის ასაგებად ბათუმის მერიისა და საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან 65 მილიონი ლარი გამოიყო, კოშკის მშენებლობაზე კი 64 მილიონი ლარი დაიხარჯა[5]. ანბანის კოშკის მშენებლობა 2010 წლის 10 ოქტომბერს დაიწყო და 2011 წლის დეკემბერში დასრულდა[2]. ამჟამად ობიექტის მოვლისთვის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო ყოველწლიურად 60 000-მდე ლარს ხარჯავს[5].

კონცეფცია

დნმ-ის სექციის სტრუქტურის ნაწილობრივი ანიმაცია.

ქართული ანბანი ქართველი ხალხის ერთგვარი უნიკალურობის ერთ-ერთი გამოხატულებაა. კოშკის დიზაინის შთაგონება გენეტიკური კოდის შემცველი დნმ-ის სტრუქტურიდან მოდის. დნმ-ს ხშირად ადარებენ ნახაზების ერთობას; სხვა დნმ-ის თანმიმდევრობებს სტრუქტურული დანიშნულება აქვთ, ან ჩართულნი არიან ამ გენეტიკური ინფორმაციის მოხმარების რეგულირებაში. ამგვარად, კოშკი ქართული ორიგინალური დამწერლობით, ქართველი ხალხის უნიკალურობას გადმოსცემს. ორი სპირალური ხაზი, 4 მეტრი სიმაღლის ალუმინის 33 მხედრული დამწერლობის ასოსთან ერთადაა აზიდული კოშკის გარშემო.

ტერმინი „მხედრული“ გვიანდელია და იგი პირველად XIV საუკუნეში დასტურდება. სიტყვა „მხედრული“ ამ პერიოდის ძეგლებში გამოიყენება „ხუცურის“ საპირისპირო მნიშვნელობით, როგორც საერო დანიშნულების დამწერლობა. ამ სიმბოლოების სილამაზე პროექტირებული მაჟორული გამით და აქამდე არ ასახული არცერთი კოშკის დიზაინში, წარმოაჩენს ღია და სტუმართმოყვარე ქვეყნის ინდივიდუალობას, რომელიც ამაყობს თავისი კულტურული მემკვიდრეობით[3].

სტრუქტურა

ანბანის კოშკის სტრუქტურა მოქმედებს, როგორც 130 მეტრი სიმაღლის და 31 მეტრის დიამტერის ბრჯენების შეკვრა, რომელიც 11 მოდულადაა დაყოფილი. კონსოლური შეკრულობის ეფექტი მიიღებულია გარე და ბირთვი ბადისებრი კონსტრუქციების მეშვეობით. ამ ორი ელემენტის გარსი დამზადებულია ძლიერი სვეტებით და ბადისებრი მომრგვალო სექციებით, აქედან გამომდინარე მოქმედებს ძალიან გონივრულად, ამცირებს ფოლადის დანახარჯს და ზრდის სტრუქტურის მაჩვენებლებს.

ორივე სისტემა დაკავშირებულია ვარსკვლავისებური დიაფრაგმების მეშვეობით, თითოეული 10.8 მ. სიმაღლის. კოშკის თავზე დამაგრებულია შუშის სფერო, რომელშიც რესტორანი, ობსერვატორია და სატელევიზიო სტუდიაა. სფეროს ზედაპირის წვეროებზე LED ნათურებია დამაგრებული, რომელნიც ღამით სფეროს ფორმას ქმნიან. კოშკი დგას 34 მეტრი სიგანის და 4 მეტრი სიმაღლის საძირკვლის ფილაზე[3].

ფართობი და გამოყენება

ფაილი:Batumi, Georgia — Georgian Alphabet Tower 2nd Floor.jpg
ბათუმის ანბანის კოშკის რესტორანი, მესამე სართულზე

კოშკის სფეროს დაგეგმილი ფუნქციები

კოშკის ფუნქციური დატვირთვა უმეტესად სფეროში მოთავსდა. კოშკის სფეროში, შიდა ბადისებრ კონსტრუქციაში (ცილინდრში) ჩამონტაჟებული პანორამული ლიფტებით ასვლის შემდეგ, პირველად ვხვდებით ვიზიტორთა გაცვლის პუნქტში, სადაც ვიზიტორები პანორამული ლიფტებიდან შიდა ლიფტებში გადასხდებიან, რათა სფეროში მნახველთა ნაკადის გადანაწილება მოხდეს. სფეროს მეორე სართული ორ მნიშვნელოვან ელემენტს შეიცავს: სამზარეულოს, რომელიც რესტორანს ემსახურება და სატელევიზიო სტუდიას.

პანორამული რესტორანი მდებარეობს მესამე სართულზე, რაც სფეროს ეკვატორულ დონეს ემთხვევა. მბრუნავ პლატფრომაზე არსებული სასადილო ზონასთან ერთად, რესტორანს 100 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია და კიდევ 25–ის კაფის ზონაში. განათების სისტემა ქმნის მშვიდ და თბილ ატმოსფეროს, თუმცა იგი ძირითადად დარეგულირებულ იქნა სფეროს ზედაპირზე ღამით ანარეკლების აღმოსაფხვრელად.

მეოთხე სართული მოიცავს ობსერვატორიას, 250 მ² ფართობით და 200 ადამიანის ტევადობით. აქ მნახველებს შეუძლიათ დატკბნენ ბათუმისა და შავი ზღვის სანაპიროს საუცხოო ხედებით. სწორედ მეოთხე სართულზეა შესაძლებელი კოშკის დამცავის, ქანქარის დანახვა: ძლიერი ქარის დროს ამ დიდი მასის მოძრაობა შესამჩნევია[3].

დიზაინის დეტალები

ფაილი:Batumi, Georgia — Georgian Alphabet Tower Design Details.jpg
გაფართოებული ლითონი და ალუმინის ასობგერა „წ“

გარე მასალები

ორი სპირალური ხაზი დამზადებულ იქნა მსუბუქი, გაფართოებული ლითონის მასალისგან. ეს არის ალუმინის ფირფიტა დაფარული თხელი ტალღებით, რომლებიც გაორმაგების ეფექტს ქმნიან, ეს ეფექტი კოშკიდან დაშორებაზეა დამოკიდებული. ასევე ის ძალიან მცირე წინააღმდეგობას უქმნის ქარს[3].

ასოები

დამზადებულები ასევე ალუმინისგან, ანბანის ასოებში შიგნით LED სტრუქტურები ჩაამონტაჟეს, რომლებიც ასოების მოხაზულობებს იმეორებენ. ასოები ამ ფუნქციით საწარმოშივე აღჭურვეს და ორ სპირალურ ხაზს მიწაზევე მიამაგრეს[3].

საკომუნიკაციო ბირთვი

ფაილი:Batumi, Georgia — Georgian Alphabet Elevators Construction.jpg
კოშკის საკომუნიკაციო ბირთვის მშენებლობა

კოშკს მნახველებისთვის ხუთი ლიფტი აქვს, რომლებიც მიწიდან სფეროს სხვადასხვა დონეების მიმართულებით მოძრაობენ. კოშკის ლიფტები ორ სისტემად იყოფიან: ორი პანორამული ლიფტი მოძრაობს მიწიდან ვიზიტორთა გაცვლის პუნქტამდე და ორი შიდა ლიფტი ვიზიტორთა გაცვლის პუნქტიდან სფეროს სხვა დონეებამდე. ეს სისტემა საუკეთესოდ იქნა მიჩნეული მნახველთა ნაკადების სამართავად. ტვირთებისთვის და მომსახურე პერსონალისთვის, ასევე არის სერვისის ლიფტი მიწის ზედაპირიდან რესტორნის დონემდე[3].

სხვა ელემენტები

რესტორნის დონეზე, იატაკი 40 თვალზე ბრუნავს, აქედან 20 ძრავიანია, რესტორანი ერთ წრეს ზუსდან 60 წუთში არსულებს.

სართულებს არ აქვთ შუშის სფეროსთან პირდაპირი კონტაქტი, კონსტრუქტორებმა თავი აარიდეს შეერთებებს და სტრუქტურულ დაბრკოლებებს, ასე რომ, მნახველები სფეროს შიგნით თავს დიდ ბუშტში იგრძნობენ. გამონაკლისს წარმოადგენს სამზარეულო, რომელიც სხვა ზონებთან შედარებით უფრო ჩაკეტილია, რათა არ მომხდარიყო სხვადასხვა სუნების გავრცელება რესტორანის ზონაში.

ფაილი:Batumi, Georgia — Georgian Alphabet Tower Sphere Construction.jpg
ანბანის კოშკის სფეროს მშენებლობა

წყლისა და ელექტრო სერვისების მიწოდების უზრუნვერლყოფა, კოსნსტრუქტორებისთვის შედარებით რთული გამოდგა, რადგან ტუმბოსა და გამწმენდი მექანიზმების მუშაობას კოშკის სიმაღლე აფერხებდა. ეს სერვისები სფეროს ორი პატარა გამტარობის ქსელით უკავშირდება, რომელიც სასერვისე ლიფტის გვერდით მდებარეობს[3].

აგების პროცესი

კოშკის პირელი მოდულები აგებულ იქნა ბოლო ფაზაზე. დანარჩენი მოდულები აგებულ იქნა დამხმარე ზონებში, რომლებიც შემდეგ დიდი ამწის დახმარებით მათ შესაბამის ადგილზე, წინა მოდულზე მაგრდებოდნენ. ამ მეთოდით კონსტრუქტორებს შეეძლოთ ერთდროულად ორ მოდულზე ემუშავათ, რაც მთლიანი კონსტრუქციის უფრო მოკლე პერიოდში დამთავრებას განაპირობებდა.

კოშკის სფერო ოთხ რგოლად (ბლოკად) დაყვეს, რათა უფრო გაიოლებულიყო აგების ოპერაციის მართვა. სფერო კოშკის სვეტებზე დგას, რაც სფეროს ეკვატორის დონეზე რვა დამხმარე საყრდენი წერტილის დამსახურებაა[3].

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted