ანდრო ენუქიძე
ანდრო ენუქიძე | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ანდრო ენუქიძე | |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
ჯილდოები | „ოქროს ნიღაბი“ (2000 წ.); „გრან პრი“ დოსტოევსკის სახელობის მეცხრე თეატრალურ ფესტივალზე (2005 წ.) |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ანდრო ვლადიმერის ძე ენუქიძე (დ. 9 იანვარი, 1965, თბილისი) — ქართველი რეჟისორი, დრამატურგი.
ბიოგრაფია
ცნობილი ქართველი თეატრის რეჟისორი ანდრო ენუქიძე დაიბადა 1965 წლის 9 იანვარს.
1987 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის დრამის რეჟისურის ფაკულტეტი (დიმიტრი ალექსიძისა და თემურ ჩხეიძის სახელოსნო).
არის ორმოცზე მეტი სპექტაკლის ავტორი, რომლებიც დადგმული აქვს რუსთაველის, მარჯანიშვილის, მუსიკისა და დრამის, რუსთავის, ჭიათურის, გრიბოედოვის, „თეატრი ათონელზე“ და თავისუფალ და ბათუმის თეატრებში. აგრეთვე უცხოეთში: ოპულის კოხანოვსკის სახელობის, ქალაქ ვროცლავის სპულჩესნის, ნოვოსიბირსკის თეატრში "ძველი სახლი", ომსკის მეხუთე და ტრაპიზონის სახელმწიფო თეატრებში.
დადგმები
- დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“ (რუსთაველის თეატრი), 1994 წ.
- „სოლომონი“ (დავით კლდიაშვილის მიხედვით, მარჯანიშვილის თეატრი)
- ანტონ ჩეხოვის „ალუბლის ბაღი“ (სპულჩესნი თეატრი)
- დავით კლდიაშვილის „მსხვერპლი“ (მერაბ კოსატავს სახელობის თეატრი)
- ფრიდრიხ დიურენმატის „მოხუცი მანდილოსნის ვიზიტი“ (რუსთავის თეატრი), 1990 წ.
ფილმოგრაფია
- „ტურდეში მომხდარი ამბავი“ (ხორხე ლუის ბორხესის მიხედვით), საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, 1998 წ.
- იუკიო მიშიმას „ჩემი მეგობარი ჰიტლერი“, საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, 1999 წ.
- „წვრილ ვარსკვლავთა ღამე“, ტელესერიალი (45 სერია), სცენარის თანაავტორები: ალექსანდრე (დათო) ქოქრაშვილი, მიხო მოსულიშვილი, კობა ცხაკაია, იოსებ მჭედლიშვილი; თანარეჟისორი: კობა ცხაკაია; საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, 1999 – 2000 წ.წ.
პიესები და სცენარები
- „ხვალ პრემიერაა“ (ტრაგიკომედია ორ მოქმედებად, მიხო მოსულიშვილთან თანაავტორობით), 1989 წ.
- „მეცამეტე ექსპერიმენტული“[1]. (ტრაგიკომედია ორ მოქმედებად, მიხო მოსულიშვილთან თანაავტორობით), 1991 წ.
- „ქალები ნისლში“, 1998
- „ანგელოზი ჩემოდნით“ (სცენარის სინოფსისი), ჟურნალი „ცისკარი“, # 5, 2002 წ.
- (По мотивам «Записок из мертвого дома» в одном, а может, и в двух действиях), 2005 წ.
- „Fast food“ (საკუთარი პიესა), დაიდგა ავთანდილ ვარსიმაშვილის „თავისუფალ თეატრში“ – 2010 წ.
ჯილდოები
- საქართველოს კულტურის სამინისტროს პრემია პიესისათვის „ხვალ პრემიერაა“ (თანაავტორი მ. მოსულიშვილი), 1989;
- საქართველოს კულტურის სამინისტროს პრემია პიესისათვის „მეცამეტე ექსპერიმენტული“ (თანაავტორი მ. მოსულიშვილი), 1991 წ.
- სპექტაკლისთვის „კაცია - ადამიანი?!“ (დადგა რობერტ სტურუასთან ერთად) 2000 წელს გახდა რუსთავში გამართული თეატრალური ფესტივალის, „ოქროს ნიღაბის“ ლაურეატი, ნომინაციაში „საუკეთესო რეჟისურა“.
- ასევე არის ტრაპიზონის შავი ზღვის აუზის ქვეყნების თეატრალური ფესტივალის ლაურეატი (2002-2005 წწ.).
- 2005 წელს ქალაქ ნოვგოროდში, დოსტოევსკის სახელობის მეცხრე თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლისათვის მიენიჭა „გრან პრი“.
რესურსები ინტერნეტში
- ანდრო ენუქიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ანდრო ენუქიძე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- გიულენური მისტერია (რეცენზია ანდრო ენუქიძის სპექტაკლზე „მოხუცი მანდილოსნის ვიზიტი“)
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted