ანკარის მეტროპოლიტენი
ანკარის მეტროპოლიტენი (თურქ. Ankara Metrosu) — თურქეთის დედაქალაქ ანკარის მეტროსისტემა. დღევანდელი სწრაფი სატრანზიტო სისტემა შედგება ორი ხაზისგან, რომელთაც Ankaray და Ankara Metro ეწოდება, ამას გარდა არსებობს საგარეუბნო რკინიგზა. სამი დამატებითი ხაზი ამჟამად შენდება, დანარჩენები კი იგეგმება მომდევნო გაფართოებისას.
ისტორია
ანკარის მეტროპოლიტენი 1997 წელს გაიხსნა ქალაქის ცენტრში და ქიზილაის უბნიდან ჩრდილო-დასავლეთით ბათიქენთის გარეუბნის მიმართულებით გადის. ხაზი 14.7 კმ (6.5 კმ მიწისქვეშ, 4.5 მიწისზევით, ხოლო დაჩენილი 3.7 კმ ესტაკადებზე) სიგრძისა და 12 სადგურისგან შედგება.
ანკარის მეტროპოლიტენი ტორონტოს მეტროპოლიტენის H6-ის მოდელის Bombardier-ის მოდიფიცირებულ ვაგონებს იყენებს. სისტემაში სულ 108 ვაგონია, 36 შემადგენლობად იყოფა თითო სამი ვაგონით. ხუთვაგონიანი შემადგენლობა პიკის საათებში გამოიყენება. ვაგონებში დასაჯდომები პლასტმასისგან არის დამზადებული.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- ანკარის მეტროს ოფიციალური საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (თურქულად)
- ქსელის დეტალური მიმოხილვა, სურათები, მეტროს რუკა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Ankaray-ის ოფიციალური ტექნიკური აღწერილობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted (ინგლისურად)
- მეტროს მიმოხილვა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted