შინაარსზე გადასვლა

ანტონიმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანტონიმი (ძვ. ბერძნ. ἀντι — საწინააღმდეგოს აღმნიშვნელი წინსართი + ὄνομα — სახელი) — სიტყვა, რომელსაც სხვა სიტყვის საპირისპირო მნიშვნელობა აქვს, როგორებიცაა, მაგ. ცხელი და ცივი, მსხვილი და წვრილი, მაღლა და დაბლა. სიტყვებს შეიძლება სხვადასხვა ანტონიმი გააჩნდეს, მნიშვნელობის მიხედვით. მაგ: ორივე სიტყვა - გრძელი და მაღალი - არის მოკლეს ანტონიმები. სიტყვები - ანტონიმი და სინონიმი - ანტონიმებია.

მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი ანტონიმია ფილოლოგთა მიერ მხოლოდ მე-19 საუკუნიდან გამოიყენება, სიტყვათა ამგვარი ურთიერთობა ენის ფუნდამენტური ნაწილია, განსხვავებით სინონიმებისგან, რომლებიც ისტორიის და განსაზღვრებების ჩამოყალიბების შედეგია, ან ომონიმების, რომლებიც ძირითადად ეტიმოლოგიური შემთხვევითობაა (ან დამთხვევებია).

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ანტონიმი&oldid=5408“-დან