ანტონ ჩეხოვის ლიტერატურული მუზეუმი
ანტონ ჩეხოვის ლიტერატურული მუზეუმი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
ესკიზის შექმნის შეცდომა: ტაგანროგის ვაჟთა გიმნაზია (ამჟამად ჩეხოვის ლიტერატურული მუზეუმი) | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაარსდა | 1935 |
ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | ქვეყნის დროშა2 | name = Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | variant = | size = }} |
მდებარეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სტატუსი | ლიტერატურული მუზეუმი |
ოფიციალური საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
თარგი:If declined |
ანტონ ჩეხოვის ლიტერატურული მუზეუმი (რუს. Литературный музей А. П. Чехова) — მუზეუმი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. განთავსებულია ტაგანროგის ვაჟთა ყოფილი გიმნაზიის შენობაში, რომელშიც სწავლობდა მწერალი ანტონ ჩეხოვი. შედის ტაგანროგის სახელმწიფო ლიტერატურული და ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შემადგენლობაში.
ისტორია
ვაჟთა გიმნაზია ტაგანროგში გაიხსნა 1843 წელს, შენობის პროექტის ავტორი იყო არქიტექტორი ფრანც ბოფო, რომელმაც შენობა ააგო პროვინციული რუსული კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში. 1868 წლიდან 1879 წლამდე ამ გიმნაზიის მოსწავლე იყო ცნობილი რუსი მწერალი ანტონ ჩეხოვი[1]. სწორედ ამ შენობაში დაებადა იდეა დაეწერა მოთხრობები: „И то и се“, „Репетитор“, „Учитель словесности“, „Случай с классиком“, „Ариадна“, „Человек в футляре“. შემდეგ შენობაში განთავსდა ტაგანროგის საშუალო ზოგადასაგანმანათლებლო სკოლა № 2, რომელსაც 1954 წელს ეწოდა ჩეხოვის სახელი. ზოგადასაგანმანათლებლო სკოლა ფუნქციონირებდა 1975 წლამდე, ხოლო 1980 წელს მიიღეს გადაწყვეტილება შეექმნათ სამუზეუმო კომპლექსი. მუზეუმის შექმნის პროცესი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა: მუზეუმი შეიქმნა 1935 წელს, ხოლო ლიტერატურულ-მემორიალური ექსპოზიცია „მწერალი და სამშობლო“ გაიხსნა 1980-1985 წლებში.
თანამედროვეობა
ლიტერატურული მუზეუმის ექსპოზიცია ასახავს ანტონ ჩეხოვის ცხოვრებისა და მოღვაწეობის პერიოდს, ასევე მისი ნამუშევრების გავლენას ტაგანროგის მოსახლეობაზე. 2010 წლის 29 იანვარს მწერლის 150-ე დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღიონისძიებების პერიოდში გაიხსნა ახალი ექსპოზიცია „ანტონ ჩეხოვი: მშობლიურ ქალაქში და მსოფლიოში“. ექსპოზიცია მოითვლიდა 1 600 ექსპონატს.
მუზეუმში ასევე დროებით გამოფენილი იყო ისეთი ექსპონატები როგორიცაა: „სანქტ-პეტერბურგის ცვილის ძეგლები“, „საშობაო ნაძვის ხის სათამასოების ქვეყანა“, „ტაგანროგი-იალტა. ჩეხოვის გენია აერთიანებს“, ვირტუალური გამოფენა „ჩეხოვის ქალაქი მხატვრის თვალით“.
მუზეუმის საქმიანობას ხშირად და სისტემატურად აშუქებს ადგილობრივი მედია საშუალებები.
იხილეთ აგრეთვე
- ჩეხოვის პატარა სახლი
- ჩეხოვების დუქანი
- ანატოლი დუროვის მუზეუმი
- ივან ვასილენკოს მუზეუმი
- ტაგანროგის ქალაქთმშენებლობისა და ყოფაცხოვრების მუზეუმი
რესურსები ინტერნეტში
- История Таганрогского государственного литературного и историко-архитектурного музея-заповедника
- Литературный музей А. П. Чехова
სქოლიო
- ↑ Точка 4. www.tgliamz.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-19. ციტირების თარიღი: 2017-01-24.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted