შინაარსზე გადასვლა

აორთქლების კუთრი სითბო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აორთქლების კუთრი სითბო (აღნიშვნა: L) — სითბოს რაოდენობა, რომელიც საჭიროა მუდმივ ტემპერატურაზე ერთეული მასის სითხის ასაორთქლებლად, ანუ სხვა სიტყვებით — ნივთიერების ერთეული მასის ორთქლადქცევის სითბო.

ორთქლადქცევის სითბო — სითბოს რაოდენობა, რომელიც საჭიროა მუდმივ ტემპერატურაზე რაიმე მასის სითხის ასაორთქლებლად.

აორთქლების კუთრი სითბო აღინიშნება ასო L-ით. აორთქლების კუთრი სითბოს გამოსათვლელი ფორმულაა: L=Qm, სადაც L — დნობის კუთრი სითბოა, Q — სითბოს რაოდენობა, მიღებული ნივთიერების მიერ აორთქლებისას, m — ასაორთქლებელი ნივთიერების მასა.

აორთქლების კუთრი სითბო იზომება ჯ/კგ, კჯ/მოლი.

ლიტერატურა