არაბეთის უდაბნო
იერსახე
არაბეთის უდაბნო მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულზე. გადაჭიმულია იემენიდან სპარსეთის ყურემდე და ომანიდან იორდანია-ერაყამდე. უდაბნო თითქმის მთლიან არაბეთის ნახევარკუნძულს იკავებს — მისი ფართობი 2 330 000 კმ²-ია. უდაბნოს შუაგულში მდებარეობს რუბ-ელ-ხალი, მსოფლიოს უდიდესი რაოდენობის ქვიშის მქონე უდაბნო. კლიმატი აქ ექსტრემალურად მშრალია, ტემპერატურა - ცვალებადი, დაწყებული უკიდურესი სიცხით, დამთავრებული ღამე ყინვით.
რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: