არაბული ქვეყნების ლიგა
არაბული ლიგა (არაბ. الجامعة العربية), ოფიციალური სახელი არაბული ქვეყნების ლიგა (არაბ. جامعة الدول العربية) — საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 22 არაბულ ქვეყანას და პარტნიორ სახელმწიფოებს აერთიანებს. ორგანიზაცია შექმნილია 1945 წლის 22 მარტს. უმაღლესი ორგანო — ლიგის საბჭო მდებარეობს კაიროში (ეგვიპტე).
ისტორია
შექმნისთანავე, 1945 წელს მშვიდობის და ორგანიზაციის შექმნის ხელშეკრულებას შვიდმა ქვეყანამ მოაწერა ხელი: ეგვიპტე, ერაყი, ლიბანი, საუდის არაბეთი, სირია, ტრანსიორდანია (დღევანდელი იორდანია) და იემენი. შემდეგში კი ლიგას შეურთდნენ: ლიბია (1953), სუდანი (1956), მაროკო და ტუნისი (1958), ქუვეითი (1961), ალჟირი (1962), ბაჰრეინი, კატარი, ომანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები (1971), მავრიტანია (1973), სომალი (1974), ჯიბუტი (1977), კომორის კუნძულები (1993). 1976 წელს ლიგაში მიიღეს პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია, 1988 წლიდან წარმოადგენს პალესტინის სახელმწიფო.
გენერალური მდივნები
- ეგვიპტის დროშა ეგვიპტე, აბდულ რაჰმან ჰასან აზამი 1945 – 1952
- ეგვიპტის დროშა ეგვიპტე, აბდულ ხალექ ჰასაუნა 1952 – 1972
- ეგვიპტის დროშა ეგვიპტე, მაჰმუდ რიადი 1972 – 1979
- ტუნისი, ჩედლი ქლიბი 1979 – 1990
- ეგვიპტის დროშა ეგვიპტე, აჰმედ ისმათ აბდელ მაგიდი 1991 – 2001
- ეგვიპტის დროშა ეგვიპტე, ამრ მუსა 2001 – 2011
- ეგვიპტის დროშა ეგვიპტე, ნაბილ ელარაბი 2011–დან [1]
რესურსები ინტერნეტში
- არაბული ლიგა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Arab Gateway Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- World Statesmen
- Winthrop University Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Jewish Virtual Library
- Looklex Encyclopedia Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted