არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა
იერსახე
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა — იუნესკოს კონცეფცია, რომლის შესახებ წინადადება წამოაყენეს XX საუკუნის 90-იან წლებში, მსოფლიო მემკვიდრეობის სიის ანალოგიურად. 2003 წელს იუნესკომ მიიღო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია.
არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად მიიჩნიეს ზეპირი გადმოცემები, ტრადიციული მუსიკა, ცეკვა, რიტუალები, ფესტივალები და ხალხური რეწვა.