შინაარსზე გადასვლა

არმაზის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი

ესკიზის შექმნის შეცდომა:

არმაზის ციხე — არქიტექტურული ძეგლი ქალაქ მცხეთის რკინიგზის სადგურიდან 3-4 კილომეტრში, არმაზისხევის სათავესთან, ორ ხევს შორის აღმართულ ძნელადმისადგომ მაღალ კლდოვან მთაზე. თარიღდება XIII-XV საუკუნეებით.

ციხე შედგება გალავნისა და კოშკისაგან. ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. ციხეს შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთით ჰქონია. გალავანი გეგმით ტრაპეციის ფორმისაა (26 X 27,5 მ.). კოშკი გალავნის სამხრეთ ნაწილში დგას. იგი წიბოებმომრგვალებული სამკუთხა პრიზმს წარმოადგენს. პირველი სართული ყრუა. შიგნით მისი კუთხე სამეურნეო დანიშნულების მიზნით ცერადაა გადატიხრული. შესასვლელი მეორე სართულზეა, ჩრდილოეთის მხრიდან. ამ სართულზე მოზრდილი სარკმლებია. მესამე სართულის კედლების მხოლოდ ქვედა ნაწილია შემორჩენილი.

2006 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.[1]

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted