შინაარსზე გადასვლა

არსენ ავაკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არსენ ავაკოვი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
განათლება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სამეცნიერო ხარისხი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პარტია ბატკივშინა (2010-2014)
სახალხო ფრონტი (2014-დღემდე)
საქმიანობა პოლიტიკოსი
მამა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დედა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე/ები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:c:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

არსენ ბორისოვიჩ ავაკოვი (უკრ. Арсен Борисович Аваков; სომხ. Արսեն Բորիսի Ավագով; დ. 2 იანვარი, 1964, ბაქო, სსრკ) — სომხური წარმოშობის უკრაინელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი 2014–2021 წლებში[1].

ბიოგრაფია

დაიბადა 1964 წლის 2 იანვარს ბაქოში, სამხედრო პირის ოჯახში.

ეროვნებით სომეხი. 1966 წლიდან მუდმივად ცხოვრობს უკრაინაში. უკრაინის მოქალაქე.

1990 წელს დააარსა სს „ინვესტორი“. 2005-2010 წლებში იყო ხარკოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი[2].

2011 წლის შემოდგომიდან 2012 წლის დეკემბრამდე პოლიტიკურ ემიგრაციაში იმყოფებოდა იტალიაში, ვიქტორ იანუკოვიჩის რეჟიმის მხრიდან დევნის გამო.

2012 წელს აირჩიეს უკრაინის სახალხო დეპუტატად.

2014 წლის რევოლუციის დროს იყო ევრომაიდანის ერთ-ერთი კომენდანტი.

2014 წლის 27 თებერვალს უკრაინის უმაღლესმა რადამ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრად არსენ ავაკოვი დაამტკიცა.

ავაკოვის ინიციატივით 2014 წელს შეიქმნა უკრაინის ეროვნული გვარდია და მოხალისეთა ბატალიონები. მათ შესაძლებელი გახადეს რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერილი სამხედრო აგრესიის შეჩერება აღმოსავლეთ უკრაინაში[3].

2014 წლის 7-8 აპრილის ღამეს ავაკოვი პირადად ხელმძღვანელობდა ხარკოვის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობის შტურმს, რომელიც რუსეთის მხარდაჭერილ სეპარატისტულ ჯგუფებს ეკავათ[4].

ავაკოვის ინიციატივით ბიომეტრიული პასპორტების დანერგვის პროცესში აქტიურად იყო ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტრო. აღნიშული აუცილებელ პირობას წარმოადგენდა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის.

ავაკოვი იტალიაში იცავდა უკრაინის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცს ვიტალი მარკივს. ავაკოვის მონაწილეობით, მილანის (იტალია) სასამართლომ მოხსნა ბრალდება მარკივისა და უკრაინის წინააღმდეგ 2014 წლის მაისში სლოვიანსკში ფოტოჟურნალისტ ანდრეა როჩელის (იტალია) და ანდრეი მირონოვის (რუსეთის ფედერაცია) დაღუპვის საქმეზე.

ავაკოვი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო 2014 წლის 24 თებერვლიდან 2021 წლის 15 ივლისამდე — მინისტრთა ხუთი კაბინეტის წევრი, ორი პრეზიდენტის დროს (პეტრო პოროშენკო და ვოლოდიმირ ზელენსკი). დამოუკიდებელი უკრაინის ისტორიაში ეს სახელისუფლებო თანამდებობაზე ყოფნის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია[5]

სახელმწიფო ჯილდოები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted