არტემ სიმონიანი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted არტემ სიმონიანი (სომხ. Արտյոմ Սիմոնյան; დ. 20 თებერვალი, 1995, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი) — სომეხი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს შვეიცარიაში, საფეხბურთო კლუბ „ციურიხის“ შემადგენლობაში. არტემი არის მარჯვენა გარემარბი.
არტემი დაიბადა 1995 წლის 20 თებერვალს, სანქტ-პეტერბურგში. მისი საფეხბურთო კარიერა სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ აკადემიაში დაიწყო და 2012 წელს „ზენიტის“ ძირითად შემადგენლობაში გადაიყვანეს. მისი დებიუტი შედგა რუსეთის პრემიერლიგის მატჩში ყაზანის „რუბინის“ წინააღმდეგ. 2015 წელს ის საფეხბურთო კლუბ „ციურიხში“ გადაბარგდა, სადაც ჯერჯერობით ერთი გოლი აქვს გატანილი.
არტემი თამაშობდა სომხეთის ნაკრების 17 წლამდელთა და 19 წლამდელთა ნაკრებებში. 2013 წლიდან თამაშობს სომხეთის 21 წლამდელთა ნაკრებში. 2014 წლის 14 ოქტომბერს მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა.