შინაარსზე გადასვლა

არყისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არყისებრნი
ფაილი:Illustration Betula pendula0.jpg
Betula pendula
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  წიფლისნაირნი
ოჯახი:  არყისებრნი
ლათინური სახელი
Betulaceae
გვარები
დაცვის სტატუსი

შეცდომა: სურათი მცდარია ან არ არსებობს

<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???

არყისებრნი (Betulaceae) — ერთსახლიანი, ორლებნიანი მცენარეების ოჯახი წიფლისნაირთა რიგისა. ფოთოლმცვივანი ხეებია, იშვიათად ბუჩქები. მორიგეობით განლაგებული ფოთლები მარტივია, ყუნწიანი, უფრო ხშირად დაკბილული, იშვიათად დანაკვთული. ერთსქესიანი ყვავილები შეკრებილია მჭადა ან თავთავისებრ რთულ ყვავილედებად.

მამრობითი ყვავილების ყვავილსაფარი მარტივია, თხელი. მდედრობითი ყვავილები უყვავილსაფროა. ნაყოფი კაკალია, ზოგჯერ აპკისებრ ფრთიანათი აღჭურვილი.

არყისებრთა ოჯახს განეკუთვნება არყისა და მურყნის გვარები. ცნობილია დაახლოებით 200 სახეობა, რომელიც ძირითადად გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში — აზიაში, ევროპაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ზოგიერთი სახეობა ჩრდილოეთით ტუნდრამდე აღწევს.

საქართველოში 9 სახეობაა, მათგან 5 სახეობის არყი და 4 სახეობის მურყანი. არყისებრნი ტყის შემქმნელი ხეებია და აქვთ დიდი სატყეო სამეურნეო მნიშვნელობა. არყისებრთა მერქანსა და ქერქს იყენებენ მრეწველობაში. ზოგიერთი სახეობა დეკორატიულია.

ლიტერატურა