ასასი (არაბული)
იერსახე
ასასი (არაბ. ასას — დარაჯი, მოთვალთვალე) — საპოლიციო ფუნქციების მქონე მოხელე ფეოდალურ საქართველოში. თვალყურს ადევნებდა წესრიგს ქალაქში, დარაჯობდა ღამით, მომხდარი ბოროტმოქმედების შესახებ მოახსენებდა ქალაქის მოურავს, რომელსაც უშუალოდ ემორჩილებოდა. მოურავი და ქალაქის მოხელეები ასასებისა და მათი უფროსების — ასასბაშების მეშვეობით ახორციელებდნენ თავიანთ ხელისუფლებას.
ლიტერატურა
- ნადარეიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1975. — გვ. 625.