ასმა ალ-ასადი
ასმა ალ-ასადი | |
![]() ასმა ალ-ასადი 2003 წელს | |
სირიის პირველი ლედი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | დეკემბერი 2000 |
წინამორბედი | ანისა მახლუფი |
დაბადებული | 11 აგვისტო, 1975 ლონდონი, გაერთიანებული სამეფოს დროშა გს |
ეროვნება | ბრიტანელი, სირიელი |
მამა | ფავაზ ახრასი |
მეუღლე | ბაშარ ალ-ასადი (ქ. 2000) |
შვილები | 3 |
განათლება | ლონდონის სამეფო კოლეჯი |
ასმა ალ-ასადი (არაბ. أسماء الأسد; დაბადებული ასმა ბინტ ფავაზ ახრასი[1][2] (არაბ. أسماء فواز الأخرس); დ. 11 აგვისტო 1975, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო) — სირიის პირველი ლედი. დაიბადა ლონდონში, სირიელი მშობლების ოჯახში და 19 წლის ასაკში, სირიის ამჟამინდელ პრეზიდენტზე, ბაშარ ალ-ასადზე დაქორწინდა.[3][4]
დაიბადა და გაიზარდა გაერთიანებული სამეფოში, სადაც 1996 წელს ლონდონის სამეფო კოლეჯი დაამთავრა კომპიუტერული მეცნიერება და ფრანგულ ლიტერატურა, ბაკალავრის ხარისხით. ასმას საინვესტიციო და საბანკო საქმეში კარიერა ჰქონდა და ჰარვარდის უნივერსიტეტში მაგისტრატურის გავლას აპირებდა, როდესაც იგი 2000 წლის დეკემბერში ბაშარ ალ-ასადზე დაქორწინდა.
მან დატოვა თავისი საინვესტიციო საბანკო საქმიანობა მას შემდეგ, რაც დაქორწინდა და დარჩა სირიაში, სადაც მას სამი შვილი ეყოლა. პირველი ლედის თანამდებობაზე, მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში, როგორც ნაწილი ბაშარის მმართველობის დროინდელი რეფორმების, რომელიც შეჩერდა სირიის სამოქალაქო ომის დაწყების გამო.[5]
მიმდინარე სამოქალაქო ომის შედეგად, ასად და სირიის სხვა მაღალჩინოსნებს დაუესდათ ეკონომიკური სანქციები, რამაც ასმა არასასურველ პიროვნებად გამოაცხადა ევროკავშირში, შიდეგად ის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვერ ჩადის, გარდა გაერთიანებული სამეფოსა, რომლის მოქალაქეცაა.[6][7][8][9][10][11]
ადრეული წლები და განათლება
ასადი დაიბადა 1975 წლის 11 აგვისტოს ლონდონში, როგორც ასმა ახრასი, კრომველის საავადმყოფოს კარდიოლოგის ფავაზ ახრასის და მისი მეუღლის, საჰარ ახრასის (დაბადებული ოტრი), ლონდონში სირიის საელჩოს ყოფილი პირველი მდივნის ოჯახში.[1] მისი მშობლები სუნიტი მუსლიმები და წარმოშობით სირიელები არიან, ქალაქ ჰომსიდან.[1][12]
გაიზარდა ლონდონის აკტონის რაიონში, სადაც დადიოდა ტბიფორდის ეკლესიის ინგლისის უმაღლეს სკოლაში და მოგვიანებით ლონდონის დედოფლის კოლეჯში, რომელიც გოგონათა კერძო სკოლაა.[13] 1996 წელს დაამთავრა ლონდონის სამეფო კოლეჯი ბაკალავრის სამეცნიერო ხარისხით, კომპიუტერული მეცნიერების და ფრანგული ლიტერატურის განხრით.[14] იგი ფლობს ინგლისურ, არაბულ, ფრანგულ და ესპანურ ენებს.[1]
საფინანსო კარიერა
ლონდონის სამეფო კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ასმამ მუშაობა დაიწყო Deutsche Bank Group-ის ეკონომიკის ანალიტიკოსად, კლიენტებთან მართვის განყოფილებაში ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის რეგიონში.[1][2] 1998 წელს შეუერთდა „J.P. Morgan“ საინვესტიციო საბანკო განყოფილებას, სადაც მუშაობდა გუნდში, რომელიც სპეციალიზებულია ბიოტექნოლოგიასა და ფარმაცევტულ კომპანიებში.[15][16] იგი თავისი საბანკო გამოცდილებას აფასებს, როგორც დაკმაყოფილებელი „ანალიტიკურ აზროვნებასა“ და „ბიზნესის მართვაში“.[17]
იგი აპირებდა ჰარვარდის უნივერსიტეტში მაგისტრატურის გავლას, როდესაც 2000 წელს დამასკში, დეიდამისის სტუმრობისას ბაშარ ალ-ასადს არ შეხვდა.[18]
პირველი ლედი
2000 წლის ივნისში ჰაფეზ ასადის გარდაცვალების შემდეგ, ბაშარმა პრეზიდენტობის პოსტი დაიკავა.[17] 2000 წლის ნოემბერში, ასმა გადავიდა სირიაში და იმავე წლის დეკემბერში დაქორწინდა ბაშარზე. ქორწინება ბევრს გაუკვირვდა, რადგან ქორწინებამდე მედიასაშუალებებში არ გახმოვანებულა მათი სიყვარულის ისტორია. ბევრმა ეს კავშირი განიხილა, როგორც შერიგების და პროგრესის ნაბიჯი ახალი რეფორმირებული მთავრობის მხრიდან, რადგან ასმა გაიზარდა გაერთიანებულ სამეფოში და წარმოადგენს სუნიტურ ისლამს, ხოლო ბაშარი ალავიტია.[19]
პირადი ცხოვრება
ასმას და ბაშარ ალ ასადს სამი შვილი ჰყავთ. მათი პირველი ვაჟი, ჰაფეზი, რომელიც ბაშარის მამის პატივსაცემად დაარქვეს, 2001 წელს დაიბადა, მათი ერთადერთი ქალიშვილი ზეინი 2003 წელს, ხოლო მეორე ვაჟი ქარიმი 2004 წელს დაიბადა.[1]
რესურსები ინტერნეტში
- კური, ენ. (9 მაისი 2007) სირიის პირველ ლედის სურს სიტუაციის შეცვლა. NBC Nightly News.
- დრისკოლი, მარგარეტ. (7 დეკემბერი 2008) ლონდონელი გოგონა სირიის გადარჩენას გეგმავს. The Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 10 ივლისი 2017.
- ორმისტონი, სუზან. (20 თებერვალი 2012) საიდუმლო ქალბატონი ასადი. The National.
- პერსონალი. (21 აგვისტო 2012) სირიის პირველი ლედი მშვიდადაა, როდესაც ათასობით ადამიანი იღუპება. CNN.
- Vogue: A Rose in the Desert
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ 2.0 2.1 Golovnina, Maria. (19 March 2012) Asma al Assad, a "desert rose" crushed by Syria's strife. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 10 January 2013.
- ↑ "Assad's British wife targeted by EU as Annan pursues talks on ceasefire" Saturday, 24 March 2012, The Scotsman
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Blair, David. (16 March 2012) Bashar al Assad's wife 'could face two-year prison term' for sanctions busting after shopping spree. The Daily Telegraph.
- ↑ Syria crisis: EU sanctions on Asma al-Assad. BBC News (23 March 2012).
- ↑ Syria: Asma al-Assad hit with EU sanctions. The Daily Telegraph (23 March 2012).
- ↑ Walker, Peter. (20 March 2012) Assad's wife to face EU sanctions. The Guardian.
- ↑ Robinson, Frances; Norman, Laurence. EU Targets Bashar al-Assad's Wife With New Sanctions. The Wall Street Journal (24 March 2012).
- ↑ Marquardt, Alexander. (23 March 2012) Syria's Stylish First Lady's Shopping Sprees Now Hit By Sanctions. ABC News.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ The First Lady. Embassy of Syria, Washington, D.C.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 May 2012.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ 17.0 17.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Buck, Joan Juliet. (12 August 2012) At home with the Assads: an eerie memoir of Syria's first family before the slaughter began. Daily Telegraph.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted