ატიფეტე იაჰიაგა
ატიფეტე იაჰიაგა | |
ატიფეტე იაჰიაგა | |
კოსოვოს პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 აპრილი, 2011 – 7 აპრილი, 2016 | |
წინამორბედი | იაკუბ კრასნიჩი |
მემკვიდრე | ჰაშიმ ტაჩი |
დაბადებული | 20 აპრილი, 1975 ჯიაკოვიცა, სერბეთი |
რელიგია | ისლამი |
ატიფეტე იაჰიაგა (დ. 20 აპრილი 1975, ჯიაკოვიცა, სერბეთი) — კოსოვოელი პოლიტიკოსი და პოლიციის ოფიცერი.[1]. კოსოვოს მეოთხე პრეზიდენტი.
დაამთავრა პრიშტინის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ქვეყნის პრეზიდენტობამდე ასრულებდა რესპუბლიკის პოლიციის გენერალური დირექტორის მოადგილის მოვალეობას.[1] 2000 წლიდან აქვს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
22 თებერვალს კოსოვოს პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად ალბანელი ბიზნესმენი ბეგჯეტ პაკოლი აირჩია, რომელიც პარტიას "ალიანსი ახალი კოსოვოსთვის" ხელმძღვანელობს და რუსეთთან მყარი საქმიანი კავშირები აქვს. კოსოვოს საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის სარჩელი განიხილა და განაცხადა, რომ პაკოლი კანონის დარღვევით აირჩიეს.[2] სწორედ ამის შემდეგ 4 აპრილს პაკოლიმ თანამდებობა დატოვა, ხოლო 7 აპრილიდან მოვალეობის შესრულებას შეუდგა კოსოვოს პირველი ქალი პრეზიდენტი ატიფეტე იაჰიაგა, რომელიც პარლამენტის მიერ იქნა არჩეული.[3]
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 კოსოვოს ახალი პრეზიდენტი პოლიციელი ქალი გახდება
- ↑ კოსოვოს პრეზიდენტმა პოსტი დატოვა
- ↑ "Atifete Jahjaga zgjidhet presidente e Kosovës" Koha 7 Apr. 2011 (accessed 7 Apr. 2011)
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted