აუგუსტ კრისტიანი
აუგუსტ კრისტიან ფრიდრიხ ანჰალტ-კეთენელი | |
---|---|
August Christian Friedrich von Anhalt-Köthen | |
ანჰალტ-კეთენის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 1789 |
მმართ. დასასრული: | 1812 |
წინამორბედი: | კარლ გეორგ ლებრეხტ ანჰალტ-კეთენელი |
მემკვიდრე: | ლუდვიგ აუგუსტ ანჰალტ კეთენელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 18 ნოემბერი, 1769 |
დაბ. ადგილი: | კიოტენი |
გარდ. თარიღი: | 5 მაისი, 1812 |
გარდ. ადგილი: | კეთენი |
მეუღლე: | ფრედერიკა ნასაუ-უზინგენი |
შვილები: | არ ჰყოლია |
დინასტია: | ასკანიები |
მამა: | კარლ გეორგ ლებრეხტ ანჰალტ-კეთენელი |
დედა: | ლუიზა შლეზვიგ-ჰოლშტაინ-ზონდერბურგ-გლიუკსბურგი |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
აუგუსტ კრისტიან ფრიდრიხ ანჰალტ-კეთენელი (გერმ. August Christian Friedrich von Anhalt-Köthen) — ანჰალტ-კეთენის მთავარი, ხოლო შემდგომში ჰერცოგი ასკანიების დინასტიიდან.
ბიოგრაფია
აუგუსტ კრისტიანი ანჰალტ-კეთენის მთავრის, კარლ გეორგ ლებრეხტის შვილი იყო. ის მსახურობდა პრუსიულ არმიაში გენერალ-მაიორის ჩინით, ხოლო 1803 წლის 15 მაისს მიიღო ფელდმარშალ-ლეიტენანტის წოდება ავსტრიის არმიაში. 1805 წლის 31 იანვარს ის გახდა შავი არწივის ორდენის რაინდი.
1793 წელს მთავარი აუგუსტ კრისტიანი დაქორწინდა ფრედერიკაზე (1777—1821), ჰერცოგ ფრიდრიხ ავგუსტ-ნასაუ-უზინგენისა და პრინცესა ლუიზა ვალდეკის ქალიშვილზე. უშვილო ქორწინება გაყრით დამთავრდა 1803 წელს.
1806 წლის 18 აპრილს მთავარმა აუგუსტ კრისტიანმა ოფიციალურად მიიღო ჰერცოგის ტიტული. მისი სიკვდილის შემდეგ ტიტული გადავიდა მის მცირეწლოვან ნათესავზე, ლუდვიგ აუგუსტზე, გარდაცვლილი ძმის, ლუდვიგის შვილზე.
ლიტერატურა
- Hermann Wäschke: Anhaltische Geschichte. 3 Bde. Köthen: Schulze 1912-13.