აფხაზეთის საკათალიკოზო დიდი იადგარი
„აფხაზეთის საკათალიკოზო დიდი იადგარი“, „ბიჭვინთის იადგარი“ — დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო (ბიჭვინთის) საყდრისათვის სხვადასხვა პირის მიერ გაწეული ღვაწლისა და შეწირულების აღნუსხველი ძეგლი, რომელიც ამასთან ერთად შეიცავს საკათალიკოსოს უძრავ-მოძრავი ქონების მფლობელობის სამართალებრივ ნორმებს, საგადასახადო და სასამართლო შეუვალობათა დამამტკიცებელ საბუთებს. „იადგარში“ შესული მრავალი იურიდიული დოკუმენტი, შემონახული რედაქტირებული ან პირვანდელი სახით, თავის დროზე მოქმედი იყო. „იადგარი“ შედგება ორი ნაწილისაგან: პირველი ანუ საკუთრივ „იადგარი“ შედგენილია XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე და საფუძვლად უდევს იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის მიერ ბიჭვინთისათვის 1537-1565 წლებში დაწერილი „იადგარი“, რომელსაც დამოუკიდებელი და პირვანდელი სახით ჩვენამდე არ მოუღწევია. მეორე ნაწილი შედგება XVII-XVIII საუკუნეების მეფეების, კათოლიკოსებისა და მთავრების შეწირულებათა საბუთებისაგან, რომლებიც შემონახულია სრულად ან ნაწილობრივ. „იადგარში“ დაცული ცნობები საუკეთესო მასალაა საქართველოს ეკონომიკის, სოციალურის, სამართლისა და მატერიალური კულტურის ისტორიის შესასწავლად.
ლიტერატურა
- ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1977. — გვ. 31.
- ლომინაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1997. — გვ. 252.