აფხაზური იორდასალამი
იერსახე
აფხაზური იორდასალამი (ლათ. Paeonia abchasica) — მრავალწლოვანი მცენარე იორდასალმისებრთა ოჯახისა. გვხვდება მხოლოდ აფხაზეთში. ტიპური ტყის მცენარეა და ტყიან მთებშია გავრცელებული. აფხაზური იორდასალამის თითისტარივით გამსხვილებული ფესვები გამრავლების ერთ-ერთი საშუალებაა. ღერო 50-80 სმ სიმაღლისაა, უხვად შეფოთლილი. ფოთლები ორგზის სამყურაა. აქვს მკრთალი ყვითელი ნაზი ყვავილები.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1977. — გვ. 34.