შინაარსზე გადასვლა

აჩქარება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:ინფოდაფა ფიზიკური სიდიდე აჩქარება (აღნიშვნა: a) — ძირითადი ფიზიკური (ვექტორული) სიდიდე, რომელიც ახასიათებს მატერიალური წერტილის სიჩქარის ცვლილებას. უფრო ზუსტად, აჩქარება განისაზღვრება როგორც სიჩქარის ვექტორის პირველი წარმოებული დროით:

a=dvdt

მრუდწირული მოძრაობის შემთხვევაში აჩქარება შეიძლება დაიშალოს ტანგენციალურ აჩქარებად (aτ), რომელიც ახასიათებს სიჩქარის სიდიდის ცვლილებას, და ნორმალურ აჩქარებად (an), რომელიც ახასიათებს სიჩქარის მიმართულების ცვლილებას:

a=aτ+an=dvdtτ+v2ρn

სადაც τ არის ტრაექტორიის შესაბამის წერტილში მხების ერთეულოვანი ვექტორი, ρ — სიმრუდის რადიუსი ტრაექტორიის ამავე წერტილში, ხოლო n — ნორმალის ერთეულოვანი ვექტორი.

ტანგენციალური აჩქარება მიმართულია ტრაექტორიის მხების გასწვრივ, ხოლო ნორმალური აჩქარება — ტრაექტორიის ნორმალის გასწვრივ — ჩაზნექილობისაკენ.

აჩქარების ცნება ახასიათებს წერტილს; სხეულის აჩქარებაზე კი ლაპარაკი შეიძლება მხოლოდ გადატანითი მოძრაობისას.

ლიტერატურა

თარგი:ავტორიტეტული წყაროები

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=აჩქარება&oldid=27019“-დან