შინაარსზე გადასვლა

ახალხევის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ახალხევის რაიონი
თარგი:Wikidata/p154
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ახალხევის რაიონი საქართველოს სსრ შემადგენლობაში 1954 წ.
ქვეყანა საქართველოს სსრ
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ახალხევის რაიონი — ადმინისტრაციული რაიონი საქართველოს სსრ-ში, 1943-1955 წლებში.

ისტორია

ახალხევის რაიონის წარმოშობას ქლუხორის რაიონისაგან განსხვავებით თავისი წინაპირობა გააჩნდა, კერძოდ მდინარე არღუნის ხეობის ქვედა ნაწილი იქ სადაც თავდება პირიქითა ხევსურეთი (ანდაკისწყალისა და მდ. არღუნის შესართავთან), თბილისის გუბერნიას მომატებული ჰქონდა მცირე ნაწილი. იგი 1860 წლლის 23 სექტემბერს ბარიატინსკის ბრძანებით ტფილისის გუბერნიის თიანეთის ოკრუგს შატილის მხრიდან შეუერთდა არღუნის ხეობის ორი ქისტეთის მითხოსა და მალხის საზოგადოებები (სახანოს და მაისტის)[1]. მანამდე კი, 1854 წელს იქაური ქისტები მთიდან პანკისში გადაასახლეს[2].

1912 წელს იყო მცდელობა აღნიშნული მიწები ტფილისის გუბერნიიდან თერგის ოლქისთვის გადაეცათ[3][4]. აღნიშნული ტერიტორია თბილისის გუბერნიაში შედიოდა 1914 წელსაც, ხოლო საბჭოთა საქართველოში შევიდა აღნიშნული ტერიტორიით, რისი დასტურია 1922 წლის რუკაც.

ახალხევის რაიონის დაარსება

აღნიშნული რაიონი ახალხევის სახელით დაარსდა 1943 წელს, რომელიც შედგებოდა არა მარტო არღუნის ხეობის ქვედა ხეობისაგან არამედ მოიცავდა დღევანდელ დუშეთის რაიონსაც[5].

საქართველო-რუსეთის საზღვრის ამ ნაწილში საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველი წლებიდანვე გარკვეული დაძაბულობა შეიმჩნეოდა. ჯერ კიდევ 1925 წელს ჩეჩნეთის ავტონომიური ოლქის ხელმძღვანელობამ თხოვნით მიმართა საქართველოს, რათა მათთვის გადაეცა მდინარე არღუნის ხეობაში მდებარე ქისტებით დასახლებული სოფლები – ჯარეგო, თერეთეგო, მელხესტი, ცეკარო, სახანო და სხვები. ეს აულები შედიოდნენ თიანეთის მაზრაში. მოთხოვნა მალევე დაკმაყოფილდა. 1927 წელს ქართველ შატილელებსა და ჩაჩან ჯარეგოელებს შორის საძოვრების გამო წარმოიშვა დავა. სსრკ ცაკ-ის სპეციალურმა კომისიამ ა. ისლამოვის ხელმძღვანელობით საკითხი სრულიად რუსეთის ცაკ-ის პრეზიდიუმის სხდომაზე გაიტანა და სასწრაფო წესით, 1928 წლის 20 აგვისტოს დაამტკიცა. როგორც შემდეგ გამოირკვა, თურმე კომისიას საქართველოს ცაკ-ის პრეზიდიუმის გადაწყვეტილების იგნორირება მოუხდენია.

თარგი:Blockquote

აღნიშნულის გამო შატილელები ძალზე ნაწყენი დარჩნენ საბჭოთა ხელისუფლებისადმი და 1939 წელს დავამ ახალი ძალით იფეთქა და როგორც საარქივო წყაროებით ირკვევა, საქმე შეტაკებამდეც კი მისულა. დუშეთის რაიკომმა, კონფლიქტის მიზეზების გამოკვლევის შემდეგ, კატეგორიული თხოვნით მიმართა საქართველოს კომპარტიის ცეკას, რათა 1928 წლის დადგენილება გადასინჯულიყო. მიმოწერა თბილისს, მოსკოვს და გროზნოს შორის საკმაოდ გაჭიანურდა.

1944 წლის 7 მარტს, როცა ხელი მოეწერა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებას ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის ლიკვიდაციისა და მისი ტერიტორიის ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ. მიზეზი იყო – სოციალისტური სამშობლოს ღალატი, გერმანელ-ფაშისტებისადმი დახმარება, დივერსიების მოწყობა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ.

ბრძანებულების

  • პირველი პუნქტი ეხებოდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის გაუქმებასა და მოსახლეობის გადასახლებას,
  • მეორე პუნქტი – გროზნის ოლქის შექმნას,
  • მესამე და მეოთხე – ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიის დანაწილებას ჩრდილოეთ ოსეთს და დაღესტანს შორის.
  • მეხუთეში კი ნათქვამი იყო:

თარგი:Blockquote ეს ნორმატიული აქტი, როგორც სხვა, გაზეთებში არ გამოქვეყნებულა.

საქართველოს სსრ-ის უმაღლესმა საბჭომ 1944 წლის 21 მარტს მიიღო დადგენილება ზემოაღნიშნული რაიონების საქართველოსადმი შემოერთების შესახებ, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ითუმ-ყალეს რაიონი, შაროის რაიონის დასავლეთი ნაწილი, გალანჩეჟის, გალაშკისა და პრიგოროდნის რაიონების სამხრეთი ნაწილი, აგრეთვე ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ის გიზელდონის რაიონის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი საქართველოს შემადგენლობაში ერთიანდებოდა.

ბრძანებულების

  • მესამე პუნქტით განისაზღვრა საქართველოსა და რსფსრ-ს შორის შეცვლილი საზღვრის ახალი ხაზი, რომელიც დეტალურად იყო აღწერილი.
  • მეოთხე პუნქტში ნათქვამი იყო: „ყოფილი ითუმ-ყალეს რაიონის ცენტრს – სოფელ ითუმ-ყალეს სახელი შეეცვალოს და ეწოდოს ახალხევი”.

იმავე ნორმატიული აქტით ჩრდილოეთ ოსეთის გიზელდონის რაიონისა და ჩაჩნეთ-ინგუშეთის პრიგოროდნის რაიონის სამხრეთი ნაწილები შეუერთდა საქართველოს სსრ ყაზბეგის რაიონს.

სსრკ სახკომსაბჭოს 1944 წლის 9 მარტის დადგენილებით სტავროპოლის სამხარეო აღმასკომს, დაღესტნის ასსრ-ის, ჩრდ. ოსეთის ასსრ-ის და საქართველოს სსრ-ის სახკომსაბჭოებს დაევალათ 1944 წლის პირველ ივნისამდე აითვისონ ყოფილი ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის ტერიტორია და შეიმუშაონ მათი დასახლების გეგმები. კიდევ ერთი გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოდან და სხვა რესპუბლიკებიდან სპეცჩასახლებულებს გადასახადების სფეროში მნიშვნელოვანი შეღავათები დაუწესდათ.

მოგვიანებით, 50-იანი წლების დასაწყისში, ახალხევის რაიონი გაუქმდა და მისი ტერიტორია დუშეთის რაიონს შეუერთდა.

იოსებ სტალინის სიკვდილის და ლავრენტი ბერიას ლიკვიდაციის შემდეგ, კრემლის კულუარებში დაიწყო საუბარი საქართველოსათვის რუსეთის მიწების გადაცემის უსამართლობის შესახებ, რასაც ორიოდე წელიწადში შესაბამისი იურიდიული აქტიც მოჰყვა. 1955 წლის 10 მარტს საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო შემდეგი დადგენილება: თარგი:Blockquote

საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ზემოთ ხსენებული დადგენილების მიღების შემდეგ კრემლში წამოიჭრა საკითხი რეპრესირებული ხალხების მშობლიურ ადგილებში დაბრუნების თაობაზე. 1956 წლის 4 ივლისს ნიკიტა ხრუშჩევს მოსკოვში შუა აზიიდან ჩასული ყარაჩაელთა რვაკაციანი დელეგაცია შეხვდა.

თარგი:Blockquote

1957 წლის 9 იანვარს, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა ჩეჩენი და ინგუში ხალხების რეაბილიტაცია და მათი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის აღდგენა განახორციელა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა შემდეგი დადგენილება მიიღო: თარგი:Blockquote

ინგუში სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის ძიაუდინ მალსაგოვის მემუარები, რომელიც რეპრესიების დაწყებისა და ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის გაუქმების დროს რესპუბლიკის იუსტიციის სახალხო კომისარი იყო, ხოლო რეპრესირებულების სამშობლოში დაბრუნების ჟამს - ავტონომიის აღდგენის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი და რეპატრიანტების საკითხებში კომპარტიის ცეკას რწმუნებული იყო, წერდა:

თარგი:Blockquote

რაიონის აღწერა

ახალხევის (ითუმ-ყალეს) რაიონი მდინარე არღუნის ხეობაში, მის შუაწელში მდებარეობდა. თვითონ რაიონული ცენტრი სოფელი ახალხევი ზღვის დონიდან 800 მეტრზე, საკმაოდ ფართო ქვაბულში იყო გაშენებული. მართალია, სოფლის ტერიტორია მაინც და მაინც დიდი არ იყო, მაგრამ ისტორიულად ის მდინარე არღუნის ვიწრო ხეობის შესასვლელ-გასასვლელს აკონტროლებდა. ახალხევი მდიდარი იყო არქიტექტურული ძეგლებით – კოშკებით, ციხე-სიმაგრეებით და სამარხებით. აქაა ციხე-სიმაგრე ევდოკიმოვსკაია – რუსეთის იმპერიის ფორპოსტი მთიანი ჩეჩნეთის სიღრმეში. ახალხევიდან შატილისაკენ მომავალ გზაზე, აულ ბეჩიკთან, მდებარეობს მელხესტი, ანუ “მზის ქვეყანა”. აქვეა სამარხთა კომპლექსი, რომელსაც გარდაცვლილთა ქალაქს – ცოი-პედეს უწოდებენ. კომპლექსი მე-16 – მე-18 საუკუნეებს განეკუთვნება. რა თქმა უნდა, ამ ახალ რაიონშიც ქართული ადმინისტრაცია ჩამოყალიბდა, დაიწყო სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ღონისძიებების გატარება. მხედველობაში იქნა მიღებული, რომ ახალხევი (ითუმ-ყალე), ჯერ კიდევ ჩაჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის გაუქმებამდე, რესპუბლიკის ერთ-ერთ ძირითად სასოფლო-სამეურნეო რაიონს წარმოადგენდა, შედსაბამისად, გაფართოვდა სხვადასხვა მარცვლოვანი კულტურის, აგრეთვე კარტოფილის ნათესები, აშენდა მეცხოველეობის ფერმები, მოიმატა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობამ...

ლიტერატურა

  • “ნეზავისიმაია გაზეტა”, 29.02.2000
  • “ფარი — საიმედო, მახვილი — ბასრი”, თბ., 1984

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted