ბაადურ წულაძე
ბაადურ წულაძე | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი |
აქტიური | 1954-2018 |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ბაადურ სოკრატეს ძე წულაძე (დ. 5 მარტი, 1935, ბათუმი, — გ. 13 მაისი, 2018, თბილისი) — ქართველი მსახიობი, კინორეჟისორი და სცენარისტი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1979). საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი (1968), ბათუმის საპატიო მოქალაქე (2016).[1]
ბიოგრაფია
ბაადურ წულაძე დაიბადა ბათუმში 1935 წლის 5 მარტს. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი ალექსანდრე დოვჟენკოს და მიხეილ ჭიაურელის ხელმძღვანელობით (1961), სადიპლომო ნამუშევარი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ჯილდო“.
პირველად როგორც მსახიობი გამოჩნდა მიშა კობახიძის ფილმში „ქორწილი“. 1969 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია, შესრულებული აქვს ორმოცდაათზე მეტი კინოროლი. მიღებული აქვს პრიზები რიგის სპორტული ფილმების მესამე საკავშირო ფესტივალზე (1970). დსთ და ბალტიისპირეთის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალი „კინოშოკი“, ანაპა (2005) — ჟიურის სპეციალური პრიზი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „თბილისი-თბილისი“. 1961 წლიდან მუშაობდა რეჟისორად კინოსტუდია ქართულ ფილმში.
2018 წლის 13 მაისს ბაადურ წულაძე მძიმე ავადმყოფობის შედეგად 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.[2]
ფილმოგრაფია
ფილმების დამდგმელი რეჟისორი
- 1962: „სამი სიმღერა“ (დოკუმენტური)
- 1970: „ფეოლა“
- 1972: „გლადიატორი“
- 1975: „ვალსი მთაწმინდაზე“
- 1978: „შესვენება“
- 1980: „წარმატება (იღბალი)“
- 1981: „კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის“
- 1981: „ჩვენი ჯერია, ბიჭებო !“
სცენარის ავტორი ფილმებისა
- 1981: „კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის“ გია ბადრიძესთან ერთად. რეჟ. ბაადურ წულაძე
გადაღებულია ფილმებში
- 1964: „ქორწილი“ (მგზავრი) რეჟ. მიხეილ კობახიძე
- 1965: „პიერი მილიციის თანამშრომელი“ (მსაჯი) რეჟ. დავით რონდელი
- 1966: „გიორგობისთვე“ (არჩილი) რეჟ. ოთარ იოსელიანი
- 1967: „ჩემი მეგობარი ნოდარი“ (ბანოჯა) რეჟ. დავით რონდელი
- 1967: „ქოლგა“ (ეპიზოდში) რეჟ. მიხეილ კობახიძე
- 1967: „ცისკრის ზარები“ (ჰამლეტა) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1967: „ქალაქი ადრე იღვიძებს“ (ქარხნის მუშა) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1968: „არ იდარდო!“ (ვანო) რეჟ. გიორგი დანელია
- 1968: „სერენადა“ რეჟ. ქართლოს ხოტივარი
- 1968: „ფერისცვალება“ (მამუკა) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1971: „მე, გამომძიებელი“ (ვასო კობიძე) რეჟ. გიორგი კალატოზიშვილი
- 1972: „გაზაფხულის საღამო“ რეჟ. გიული ჭოხონელიძე
- 1972: „საერთო კედელი“ რეჟ. ნოდარ მანაგაძე
- 1972: „გლადიატორი“ (უნიფორმისტი) რეჟ. ბაადურ წულაძე
- 1973: „ციმბირელი პაპა“ (ნიკიფორე) რეჟ. გიორგი კალატოზიშვილი
- 1973: „ვერის უბნის მელოდიები“ (პოლიციელი) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1974: „კაპიტნები“ (ბოცმანი) რეჟ. თამაზ გომელაური
- 1975: „ნიძლავი“ რეჟ. რამაზ შარაბიძე
- 1975: „შაბათ საღამოს“ რეჟ. რამაზ შარაბიძე
- 1975: „თერმომეტრი“ რეჟ. რამაზ შარაბიძე
- 1975: „სამი მანეთი“ რეჟ. რამაზ შარაბიძე
- 1975: „მოხეტიალე რაინდები“ რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
- 1975: „აურზაური სალხინეთში“ რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1975: „პირველი მერცხალი“ (კვანტრე) რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1975: „ვალსი მთაწმინდაზე“ (პუპლი) რეჟ. ბაადურ წულაძე
- 1976: „გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები)“ რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1977: „შეცდომების კომედია“ (ბალთაზარი) რეჟ. ვადიმ გაუზნერი
- 1977: „სამი სასიძო“ რეჟ. რევაზ ჭარხალიშვილი
- 1977: „ლიმონის ტორტი“ რეჟისორები რევაზ (რეზო) გაბრიაძე, ამირან დარსაველიძე
- 1977: „პეპელა“ რეჟისორები ნელი ნენოვა, გენო წულაია
- 1977: „მწვერვალის დამპყრობნი“ რეჟისორები რევაზ (რეზო) გაბრიაძე, ამირან დარსაველიძე
- 1977: „უმცროსი და“ (კაპიტანი მოდებაძე) რეჟ. ზაალ კაკაბაძე
- 1978: „შესვენება“ რეჟ. ბაადურ წულაძე
- 1978: „ყვარყვარე“ (ვაშალომიძე) რეჟ. დევი აბაშიძე
- 1979: „ორმო“ (ფსიქიატრი) რეჟ. გენო ჩირაძე
- 1979: „მეცამეტე გოჭი“ რეჟ. რევაზ ჭარხალიშვილი
- 1980: „წარმატება (იღბალი)“ რეჟ. ბაადურ წულაძე
- 1980: „სიყვარული ყველას უნდა“ რეჟისორები მიხეილ ჭიაურელი (უმცროსი), გიორგი შენგელაია
- 1980: „თეირანი-43“ (დარიუში) რეჟისორები: ალექსანდე ალოვი, ვლადიმერ ნაუმოვი
- 1981: „კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის“ რეჟ. ბაადურ წულაძე
- 1981: „მოცურავე“ (ანატოლი დუმბაძე) რეჟ. ირაკლი კვირიკაძე
- 1984: „სკაპენის ოინები“ რეჟისორები გიორგი კალატოზიშვილი, მიხეილ კალატოზიშვილი (უმცროსი)
- 1985: „მამაკაცები და სხვები“ (ბადური) რეჟ. ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე
- 1986: „ჩვენი ჯერია, ბიჭებო!“ (მამა) რეჟ. ბაადურ წულაძე
- 1987: „პლაჟის ავაზაკი“ (ფოტოგრაფი) რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1987: „ფესვები“ რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1989: „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (იდალგო დონ დიეგო დე მირანდა) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1994: „ჩონგური (მანქანის ქურდები)“ რეჟ. აიდინ დედაშვილი
- 1995: „ოსკარი“ (კომისარი) რეჟ. რუსუდან გლურჯიძე
- 2000: „ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა“ რეჟ. ნანა ჯორჯაძე
- 2000: „სამოთხე ჩვენი ქალაქის ქუჩებში“ რეჟ. გიორგი გაჩეჩილაძე
- 2005: „მიდიოდა მატარებელი“ (მგზავრი) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 2005: „თბილისი-თბილისი“ რეჟ. ლევან ზაქარეიშვილი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რესურსები ინტერნეტში
- ბაადურ წულაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ბაადურ წულაძე — ეროვნული ფილმოგრაფია
- ბაადურ წულაძე კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაშიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ბაადურ წულაძე — kino-teatr.ru
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted