ბალხაშის ტბა
ბალხაში | |
---|---|
ყაზახ. Балқаш Көлі | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
მდებარეობა | ყაზახეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 340 მ |
სიგრძე | 605 კმ |
სიგანე | აღმოსავლეთ ნაწილში 9-19 კმ, დასავლეთში - 74 კმ |
ფართობი | 16,4 კმ² |
მოცულობა | 112 კმ³ |
სანაპირო ზოლის სიგრძე | 2,385 კმ |
საშუალო სიღრმე | 5,8 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 26 მ |
აუზის ფართობი | 501 კმ² |
ჩამდინარე მდინარეები | ირი, ყარათალი, აქსუ, ლეფსი და სხვ. |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ბალხაშის ტბა (ყაზახ. Балқаш Көлі) — გაუდინარი ტბა ყაზახეთში, ბალხაშ-ალაქოლის ვრცელ ქვაბულში, ზღვის დონიდან 340 მეტრზე. ზედაპირის ფართობი 16,4 ათ. კმ². არალის ზღვის მსგავსად ამ ადგილის ფართობიც საგრძნობლად შემცირებულია, რაც ძირითადად ადგილობრივი პირობებითაა განპირობებული[1]. ბალხაშის ტბის სიგრძეა 605 კმ, მაქსიმალური სიღრმე 26 მ. ტბის ჩრდილოეთი ნაპირები მაღალი და კლდოვანია, სამხრეთი - დაბალი და ქვიშიანი. შემოსილია ხშირი ლერწმის რაყებით.
სანაპირო ხაზი დანაწევრებულია უბეებითა და ყურეებით. კუნძულები ცოტაა, შედარებით დიდია ბასარალი და თასარალი.
ტბისპირა რაიონის ჰავა უდაბნოს ტიპისაა. ივლისის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით - 8 °C. ნალექები 120 მმ წელიწადში. გაბატონებულია ჩრდილოეთის (დასავლეთ ნაწილში) და ჩრდილო-აღმოსავლეთის (აღმოსავლეთ ნაწილში) ქარები, რომლებიც იწვევენ ტბის ღელვას. ზედაპირიდან აორთქლება წლიურად 950-1200 მმ-ს შეადგენს. იყინება ნოემბრის ბოლოს, ყინულძვრა - შუა აპრილში. მაქსიმალური დონე მყინვარების დნობის პერიოდშია (ივნის-ივლისში), უკანასკნელი 20 წლის მანძილზე დონის რყევის საშუალო ამპლიტუდა 3,2 მეტრია.
ბალხაში ნახევრად მტკნარი ტბაა, ნახევარკუნძული სარიესიქი ჰიდროლოგიური თვალსაზრისით ტბას ყოფს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად, რომლებიც უზუნარალის ვიწრო (3,5 კმ) სრუტით უერთდება ერთმანეთს. წყლის მინერალიზაცია და მარილების შემცველობა დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში სხვადასხვაა. დასავლეთ ნაწილს ერთვის დიდი მდინარე ილი, რომელსაც ტბაში წლიური ნაკადის 73-80 % შეაქვს. ამიტომ წყალი აქ თითქმის მტკნარია (0,74 გ/ლ), აღმოსავლეთში კი - მომლაშო (5,21 გ/ლ)[2]. აღმოსავლეთ ნაწილში საშუალოდ 1,7-ჯერ უფრო მეტი სიმლაშეა ვიდრე დასავლეთ ნაწილში.
წყლის ტემპერატურა ზედაპირზე 0 °C-იდან (დეკემბერში) 28 °C-მდე ივლისში მერყეობს.
ბალხაშის ფაუნა მდიდარია. აქ განსაკუთრებით განვითარებულია მეთევზეობა. გვხვდება მოლუსკები, წყლის მწერების მატლები, კიბოსნაირნი, პლანქტონი, თევზების 20 სახეობა. მათგან 6 საკუთრივ ბალხაშისთვისაა დამახასიათებელი (ილისა და ბალხაშის მარინკა, ბალხაშირი ქორჭილა, ზოლებიანი და ერთფეროვანი ტუჩა და კვირჩხლა). დანარჩენი სახეობები აკლიმატიზებულია.
სარეწაო მნიშვნელობისაა კობრი, ფარგა, ბალხაშის ქორჭილა, კაპარჭინა, მარინკა და სხვ.
ნაოსნობა რეგულარულია. მთავარი ნავმისადგომებია ბურილბაითალი, ბურლითობე. ტბის წყალს იყენებს ქალაქ ბალხაშის სამთო-მეტალურგიული კომბინატი.
ბალხაშის პირველი მოხსენიება, ხდება ძველ ჩინურ წყაროებში.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1977. — გვ. 181.
სქოლიო
- ↑ Lake Balkhash Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, International Lake Environment Committee
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted