შინაარსზე გადასვლა

ბარდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი

ბარდა
ესკიზის შექმნის შეცდომა:
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  პარკოსნები
ლათინური სახელი
Pisum
დაცვის სტატუსი

შეცდომა: სურათი მცდარია ან არ არსებობს

<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???

ბარდა (ლათ. Pisum) — ერთწლოვანი და მრავალწლოვანი მცენარის გვარი პარკოსანთა ოჯახისა. გვარში გაერთიანებულია 6-7 სახეობა. კულტურაში ფართოდ არის გავრცელებული ჩვეულებრივი ბარდა (ლათ. Pisum sativum), რომელიც ერთწლოვანი საგაზაფხულო ან საშემოდგომო მცენარეა. აქვს 30-180 სმ-მდე სიმაღლის ღერო, ფოთოლი წყვილფრთისებრია, ყვავილი თეთრი, თვითდამმტვერავი.

ნასკვიდან განაყოფიერების შემდეგ ვითარდება პარკი, ყოველ პარკში 3-11 გლუვი ან ნაოჭიანი სხვადასხვა ფერის თესლია. კარგად ხარობს საკმაო აერაციისა და სუსტი მჟავე ან ნეიტრალური რეაქციის თიხნარ ნიადაგებზე.

იყენებენ კულინარიაში, ამზადებენ ბურღულს, ფქვილს, კონსერვსა და სხვა. მისი საკვები ჯიშები ცხოველებისათვისაც მოჰყავთ. ბარდის სამშობლოდ აღმოსავლეთი ავღანეთი და ჩრდილო-დასავლეთი ინდოეთი ითვლება. საქართველოში მოჰყავთ უმეტესად მაღალმთიან რეგიონებში (ჯავახეთი, მესხეთი, თრიალეთი, ქვემო იმერეთის ზოგ ადგილას და სხვა). დარაიონებული ჯიშია ახალქალაქური ბარდა.

ლიტერატურა

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ბარდა&oldid=23430“-დან