შინაარსზე გადასვლა

ბარდაჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბარდაჩა
Језеро Бардача
კოორდინატები: თარგი:Nobr
მდებარეობა ბოსნია და ჰერცეგოვინა
სიმაღლე ზღვის დონიდან 100 
სიგრძე 5,5 კმ
სიგანე 1,7 კმ
ფართობი 7,32 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 2,5 
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ბარდაჩა (სერბ. Језеро Бардача) — ტბებსა და ჭაობების კომპლექსი ბოსნია და ჰერცეგოვინაში. მდებარეობს სერბთა რესპუბლიკის ქალაქ სრბაცის მუნიციპალიტეტში. კომლექსში შედის ჭაობები, დატბორილი ტერიტორიები, ტყე, სასოფლო-სამეურნეო მიწები და დასახლებული პუნქტები.

ტბა მდებარეობს ბანია-ლუკიდან 45 კმ-ის დაშორებით. ზღვის დონიდან 100 მ-ზე. ტბის სგრძეა 5,5 კმ, ხოლო სიგანე — 1,7 კმ. მაქსიმალური სიღრმეა 2,5 მ., ხოლო ფართობი — 7,32 კმ². ტბა და მიმდებარე კომპლექსი დაცულია და წარმოადგენს ბუნების ძეგლს.

ტბების კომპლექსის ტერიტორიაზე გაედინება სამი მდინარე: მატურა, სტუბლაია და ბრზაია.

ტბის გარშემო მდებარეობს ქალაქები: გრადიშკა — 25 კმ-ში, ლაკტაში — 30 კმ-ში და ბანია-ლუკა — 45 კმ-ში.

ტბაში გვხვდება 280 სახეობის მცენარე, 178 სახეობის ფრინველი და 26 სახეობის თევზი.

რესურსები ინტერნეტში

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ბარდაჩა&oldid=207067“-დან