შინაარსზე გადასვლა

ბაფინის ზღვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაილი:Baffinbaai.PNG
ლურჯად ბაფინია

ბაფინის ზღვაჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ნახევრად დახშული ზღვა გრენლანდიასა და კანადის არქტიკული არქიპელაგის აღმოსავლეთ სანაპიროს შორის. დეივისის სრუტით უერთდება ატლანტის ოკეანეს, კუნძულთშორისი სრუტეებითა და კეინის აუზით – ჩრდილო ყინულოვან ოკეანეს. სახელი ეწოდა ინგლისელი მკვლევარის უილიამ ბაფინის პატივსაცემად. ზაფხულობით აღმოსავლეთ ნაწილში დასავლეთ გრენლანდიის დინებას ჩრდილოეთისკენ მიაქვს ატლანტის ოკეანიდან შემოჭრილი წყლის მასა, დასავლეთ ნაწილში კი კანადის დინებას სამხრეთისკენ გადააქვს არქტიკული წყლები.

ფიზიკური მახასიათებლები

ფართობი 689 ათასი კმ², მაქსიმალური სიღრმე 2136 მეტრი, საშუალო სიღრმე 861 მ., წყლის საშუალო მოცულობა 593 ათ. კმ³. ფსკერი დაფარულია კენჭებით, ღოღით, ქვიშითა და ლამით.

ლიტერატურა