შინაარსზე გადასვლა

ბახჩისარაიცევის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბახჩისარაიცევის სახლი
რუს. Дом Г. Х. Бахчисарайцева
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მდებარეობა რუსეთი, დონის როსტოვი
ტიპი მოდერნი
გახსნის თარიღი XX საუკუნის დასაწყისი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

ბახჩისარაიცევის სახლი (რუს. Дом Г. Х. Бахчисарайцева) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს სოციალისტური ქუჩისა და ბუდიონოვსკის პროსპექტის გადაკვეთაზე. შენობა ააგეს XX საუკუნის დასაწყისში და ეკუთვნოდა როსტოვის საქალაქო საბჭოს წევრს და როსტოვის სასამართლო ოლქის მოსამართლეს, გრიგორ ბახჩისარაიცევს[1], რომელიც ცნობილი იყო, როგორც მოყვარული მებაღე. ამჟამად შენობაში განთავსებული არის არქიტექტურის ძეგლების რეესტრი[2].

ისტორია

ბახჩისარაიცევის სახლი ააგეს მოდერნის სტილში XX საუკუნის დასაწყისში. XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის სავაჭრო სახლებისათვის დამახასიათებელია პირველ სართულზე განთავსებული სავაჭრო ოთახები. პირველი სართული არენდით ჰოქნდა აღებული სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობას „Звено-ს“, ავტომობილების გაყიდვით დაკავებულ კომპანია „Лорелей“-სა და სააქციო საზოგადოება „Рудольф Лей-ს“[3].

1920-იან წლებში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოახდინეს სახლის ნაციონალიზაცია. ზედა სართული გამოიყენეს საცხოვრებელი მიზნებისათვის, ხოლო სარდაფში განათავსეს სტუდენტური სასადილო, პირველ სართულზე კვლავ სავაჭრო დაწესებულებები იყო განთავსებული[4].

მეორე მსოფლიო ომის დროს ბახჩისარაიცევის სავაჭრო სახლი ძლიერ დაზიანდა, ხოლო მისი მეობელი სახლები პრაქტიკულად მთლიანად დაინგრა და არ ექვემდებაებოდნენ აღდგენას (მაგ.; პუსტოვოიტოვის სახლი და ჩერნოვის სახლი).

ბახჩისარაიცევის სახლის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა 2005 წელს. ამჟამად შენობის პირველ სართულზე განთავსებულია ბეწვის მაღაზია, კაფე და წიგნების სუპერმარკეტი.

სქოლიო

  1. [https://web.archive.org/web/20130927105357/http://genealogia.baltwillinfo.com/ukr/01.pdf Землевладельцы Российской империи и их имения 1870-1918 гг.]. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-27. ციტირების თარიღი: 2017-02-13.
  2. г.Ростов-на-Дону. Объекты культурного наследия (памятники истории и культуры) государственного (федерального) значения - Правительство Ростовской области. www.donland.ru. ციტირების თარიღი: 2015-11-12.
  3. Под защитой химер. - Из истории Ростова - Ростов со всех сторон - Статьи, очерки, зарисовки - Ростовберег.ру. www.rostovbereg.ru. ციტირების თარიღი: 2015-11-12.
  4. Весь Ростов н/Д на 1923 г.. [Ростов н/Д, 1923]. Донская электронная библиотека. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2017-02-13.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted