ბაჰრეინული დინარი
ბაჰრეინული დინარი دينار بحريني | |||
---|---|---|---|
| |||
კოდი ISO 4217 | BHD | ||
ქვეყანა | ბაჰრეინი | ||
ოფიციალური მომხმარებლები |
ესკიზის შექმნის შეცდომა: ბაჰრეინი | ||
შედგება | 100 ფილსი | ||
სიმბოლო | .د.ب BD | ||
მონეტები | 1, 5, 10, 25, 50 და 100 ფილსი | ||
ბანკნოტები | 0,5, 1, 5, 10 და 20 დინარი | ||
ცენტრალური ბანკი | ბაჰრეინის ცენტრალური ბანკი | ||
გაცვლითი კურსი (29 ივნისი 2011 თვის) | |||
1 USD | = 3,7490 BHD | ||
1 EUR | = 4,7810 BHD | ||
1 GBP | = 5,8180 BHD |
ბაჰრეინული დინარი — ფულის ერთეული ბაჰრეინის სამეფოში. 1 დინარი = 100 ფილსი. ISO 4217 კოდი — BHD, ასევე გამოიყენება BD.
მიმოქცევაში არის ბანკნოტები ნომინალით 0,5, 1, 5, 10 და 20 დინარი, ასევე მონეტები ნომინალით 1, 5, 10, 25, 50 და 100 ფილსი. 1966 წლიდან 1973 წლის ჩათვლით ბაჰრეინული დინარი იყო აბუ-დაბის საემიროს ფულის ერთეული, მისი დირჰამით შეცვლამდე.
ისტორია
1959 წლის 28 აპრილამდე ქვეყანაში მიმოქცევაში იყო ინდური რუპია, სანამ ის არ შეცვალეს სპარსეთის ყურის რუპიით[1].
სპარსეთის ყურის რუპია მიბმული იყო ინდურ რუპიასთან. 1965 წელს როდესაც ინდური რუპია გაუფასურდა, ასევე მსყიდველობითი უნარი დაკარგა სპარსეთის ყურის რუპიამაც, ამის შემდეგ ბაჰრეინის ხელისუფლებამ გადაწყვიტა საკუთარი ფულის ერთეულის გამოშვება[2].
ბაჰრეინული დინარი მიმოქცევაში შევიდა 1965 წლის 11 ოქტომბერს. მომდევნო წელს ბაჰრეინული დინარი გახდა აბუ-დაბის საემიროს ფულის ერთეული[3][4].
დინარის კურსი მიბმულია ამერიკულ დოლართან[5][6].
მონეტები
1965 წელს მიმოქცევაში შევიდა მონეტები ნომინალით 1, 5, 10, 25, 50 და 100 ფილსი.
ბანკნოტები
1964 წლიდან 1973 წლის ჩათვლით ბანკნოტებს უშვებს ბაჰრეინის სავალუტო საბჭო, ხოლო 1973 წლიდან - ბაჰრეინის სავალუტო სააგენტო[7]. 2006 წელს სავალუტო სააგენტო გარდაიქმნა ბაჰრეინის ცენტრალურ ბანკად.
ბაჰრეინში მიმოქცევაშია ბანკნოტები ნომინალით 1/2, 1, 5, 10 და 20 დინარი. ბაჰრეინული დინარის არსებობის განმავლობაში მიმოქცევაში იყო ცხრა სახის კუპიურა. რომელთა უმრავლესობა გაფორმებული იყო ისტორიული, შენობებით, ძეგლებით, ორნამენტებით[8].
მთელი ისტორიის განმავლობაში ოთხჯერ შეიცვალა ბანკნოტები.
კონსტიტუციის შეცვლის შემდეგ (ბაჰრეინის საემირო გახდა ბაჰრეინის სამეფო), პირველად გამოვიდა ბანკნოტი მეფის პორტრეტით[9].
1999 წლის სერია
ფაილი:0,5 ბაჰრეინული დინარი ავერსი.jpg ფაილი:0,5 ბაჰრეინული დინარი რევერსი.jpg 0,5 ბაჰრეინული დინარი
ფაილი:1 ბაჰრეინული დინარი ავერსი.jpg ფაილი:1 ბაჰრეინული დინარი რევერსი.jpg 1 ბაჰრეინული დინარი
ფაილი:5 ბაჰრეინული დინარი ავერსი.jpg ფაილი:5 ბაჰრეინული დინარი რევერსი.jpg 5 ბაჰრეინული დინარი
ფაილი:10 ბაჰრეინული დინარი ავერსი.jpg ფაილი:10 ბაჰრეინული დინარი რევერსი.jpg 10 ბაჰრეინული დინარი
ფაილი:20 ბაჰრეინული დინარი ავერსი.jpg ფაილი:20 ბაჰრეინულ დინარი რევერსი.jpg 20 ბაჰრეინული დინარი
სქოლიო
- ↑ ბაჰრეინის ფულის ერთეული (BHD). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-23. ციტირების თარიღი: 2011-09-29.
- ↑ Currencies. Bahraini dinar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-01. ციტირების თარიღი: 2011-09-29.
- ↑ ბაჰრეინული დინარი
- ↑ ბაჰრეინის სამეფოს ფულის ერთეული
- ↑ ბაჰრეინის დინარი
- ↑ ბაჰრეინული დინარის კურსი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted}
- ↑ ბაჰრეინის ვალუტა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-11. ციტირების თარიღი: 2011-09-29.
- ↑ ბაჰრეინის ეკონომიკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-12. ციტირების თარიღი: 2011-09-29.
- ↑ ბაჰრეინის ვალუტა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-14. ციტირების თარიღი: 2011-09-29.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- ბაჰრეინის ცენტრალური ბანკი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- (ინგლისური) (გერმანული) ბაჰრეინული დინარი - ბანკნოტები