შინაარსზე გადასვლა

ჩელეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბერ)

ჩელეთი — ისტორიული კახეთის უძველესი ცენტრი „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით. ჩელეთის თავდაპირველი სახელია „ბერ“. ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII ს.) თანახმად, ჩელეთი იგივე გვიანდელი პერიოდის ჟალეთია. მდებარეობდა მდინარე ივრის ხეობის ზემო წელზე. V საუკუნეში მეფე ვახტანგ I-მა გორგასალმა ჩელეთის საეპისკოპოსო დააარსა. წყაროებში ჩელეთი უკანასკნელად იხსენიება VIII საუკუნეში როგორც ქართლის სამეფოს ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული.

ლიტერატურა

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ჩელეთი&oldid=24253“-დან