ბერე არდანპონი
იერსახე
ბერე არდანპონი, კომშა მსხალი, ბელგიური წარმოშობის საზამთრო მსხლის ჯიში. ნაყოფი ზარისებრია, ფორმით კომშსაც წააგავს. საშუალოდ 180—200 გ იწონის, თხელკანიანია, სიმწიფეში მოყვითალო-ჩალისფერი, მუქწინწკლებიანი. რბილობი თეთრია, ნაზი, ჭარბწვნიანი. მოტკბო-მომჟავო, კრეფენ ოქტომბრის ბოლოს. სამომხმარებლო სიმწიფეს დეკემბერ-იანვარში აღწევს. ხე დიდია, მოსავალს გვიან იძლევა, დიდხანს ძლებს, უხვად მსხმოიარეა (160—200 კგ ხიდან). ბერე არდანპონი გავრცელებულია უკრაინასა და რსფსრ-ის სამხრეთ ნაწილში. საქართველოში დარაიონებულია კახეთის, ქართლისა და მესხეთის ზონებში.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1977. — გვ. 315.
wikistub | ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |