შინაარსზე გადასვლა

ბერთის ვოკლუზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბერთის ვოკლუზი — ვოკლუზი საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სოფელ ბერთაში, ზღვის დონიდან 1600 მეტრ სიმაღლეზე. აქ სოფლის ცენტრში ძველი ეკლესიის ქვეშ, ვულკანური წყებიდან გამოედინება დიდდებიტიანი ანკარა წყარო. უხსოვარი დროიდან ამ წყააროზე მოწყობილ ქვის აუზში ბინადრობს კალმახი. დიდი, მსუქანი, ზურგდახავსებული კალმახები თავისი ჯიშისათვის უჩვეულო სიზანტით დაცურავენ აუზში. მიუხედავად იმისა, რომ აუზს მდინარესთან დიდი გასასვლელი აკავშირებს კალმახები არ ტოვებენ საბინადროს. ეს აიხსნება კალმახების ადამიანთან შეგუებით, დღემდე მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში დაფიქსირებული არ არის. თავდაპირველად ეს აუზი მასზე დაშენებული ეკლესიითურთ ფეოდალთა საკუთრება უნდა ყოფილიყო. XVIII საუკუნის ბოლოს სოფელი იმ მხარეს სხვა დასახლებულ პუნქტებთან ერთად ნასოფლარად იქცა.

ლიტერატურა

  • ჩვენი ღირსებანი, წიგნი IV, გვ. 169.