ბერტოლტ ბრეხტი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბადების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბადების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ფსევდონიმი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საქმიანობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მოქალაქეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ალმა-მატერი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პერიოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჟანრი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Magnum opus | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯილდოები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მეუღლე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პარტნიორ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შვილ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ნათესავ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Script error: No such module "collapsible list". | |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ფაილი:Commons-logo.svg [[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
ბერტოლტ ბრეხტი (გერმ. Bertolt Brecht; სრული სახელი გერმ. Eugen Berthold Friedrich Brecht ოიგენ ბერტოლდ ფრიდრიხ ბრეხტი; დ. 10 თებერვალი, 1898, აუგსბურგი, ბავარია ― გ. 14 აგვისტო, 1956, ბერლინი) — გერმანელი პოეტი, პროზაიკოსი, რეჟისორი და დრამატურგი, თეატრის რეფორმატორი, თეატრ „ბერლინის ანსამბლის“ დამაარსებელი.
ბიოგრაფია
ბურჟუაზიულ ოჯახში დაბადებული ბერტოლტ ბრეხტი წერას ძალიან ადრე იწყებს, მისი პირველი ნაწარმოები 1914 წელს ქვეყნდება. იგი ჯერ ფილოსოფიას ეუფლება, შემდეგ მედიცინის სწავლას იწყებს და პირველი მსოფლიო ომის დროს ექთნად მუშაობს. 1918 წელს ბრეხტი წერს თავის პირველ პიესას, ბაალი. ამას მოჰყვება პიესები დაფდაფები ღამეში (1919) და ქალაქთა ჯუნგლებში (1921). ეს სამი ნაწარმოები ავტორის ანარქისტულ მხარეს წარმოაჩენს.
1924 წელს ბრეხტის პიესები იდგმება ბერლინში, რეინჰარდტის მიერ. იმავე წელს ბრეხტის საყვარელი ხდება ელიზაბეტ ჰაუპტმანი. 1928 წელს ბრეხტი ქმნის სამგროშიან ოპერას, რომელიც მისი და საერთოდ გერმანული თეატრის ერთ-ერთი უდიდესი წარმატებაა.
მალე ბრეხტი ცოლად ირთავს ჰელენს და ხდება მარქსისტი. ნაციზმის აღმასვლა იძულებულს ხდის 1933 წელს დატოვოს გერმანია, სადაც მისი ნაწარმოებები აკრძალულ იქნება. იგი მოგზაურობს ევროპაში (დანია, ფინეთი, რუსეთი), შემდეგ კი აშშ-ში, კალიფორნიაში სახლდება. 1947 წელს თავისი მარქსისტული იდეების გამო აქედანაც იძულებული ხდება გაემგზავროს. ამ პერიოდში იწერება ბრეხტის შემოქმედების დიდი ნაწილი, მათ შორის გალილეის ცხოვრება, დედა კურაჟი და მისი შვილები, არტურო უის წინააღმდეგობრივი აღმასვლა, კავკასიური ცარცის წრე და მცირე ორგანონი თეატრისთვის. ამ უკანასკნელში მოცემულია ბრეხტისეული თეორია ეპიკური თეატრისა და „დისტანციაციის“ შესახებ.
1949 წელს დრამატურგი საბოლოოდ სახლდება აღმოსავლეთ ბერლინში, სადაც ხელმძღვანელობს თეატრს „ბერლინის ანსამბლი“ და გამოხატავს სოციალისტურ პოზიციებს. იგი აარსებს მარქსისტული მიმართულების „ეპიკურ თეატრს“. მხარს უჭერს კომუნისტურ დიქტატურას და, როცა 1953 წლის 17 ივნისს გერმანიის დემოკრეტულ რესპუბლიკაში ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის მუშათა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იწყება, ბრეხტი იმავე დღეს წერილს უგზავნის ვალტერ იულბრიხტს და აცნობებს, რომ მთლიანად მხარს უჭერს მთავრობას და საბჭოთა ჯარების შემოყვანას. ამ დროს წარმოთქვამს ბრეხტი თავის ცნობილ ფრაზას: „თუ ხალხი ცუდად ფიქრობს შევცვალოთ ხალხი!“. გდრ-ის რეჟიმის თითქმის ოფიციალურ ფიგურად ქცეული ბრეხტი 1955 წელს იღებს სტალინის საერთაშორისო პრემიას მშვიდობისათვის. ბერტოლდ ბრეხტი ინფარქტით გარდაიცვალა 1956 წელს.
სტილი
ბრეხტს სურდა დაემსხვრია თეატრალური ილუზია და მაყურებელი აეძულებინა დაფიქრებულიყო იმაზე, რაც სცენაზე ხდებოდა. აქედან გამომდინარე, მისი პიესები დიდაქტიკური ხასიათისაა: ხშირია სცენაზე დაფებზე დაწერილი ანდაზების, მაქსიმების გამოტანა, პუბლიკისადმი მიმართული აპარტეები, პიესის კომენტარები, სასიმღერო ჩანართები და ა.შ. იგი აიძულებს მაყურებელს კრიტიკულად შეხედოს ამბავს. ამ პროცესმა, რომელსაც ბრეხტი „დისტანციაციას“ (Verfremdung-Effekt) უწოდებს,დიდი გავლენა იქონია შემდგომი თაობის რეჟისორებზე.
ნაწარმოებები
- „ბაალი“, 1918
- „წვრილ ბურჟუათა ქორწილი“, 1919
- „დაფდაფები ღამეში“, 1920
- „ქალაქთა ჯუნგლებში“, 1922
- „ადამიანი ადამიანისთვის“, 1925
- „სამგროშიანი ოპერა“ , 1928
- „თანხმობის მნიშვნელობა“, 1929
- „მაჰაგონის ქალაქის დიდება და დაცემა“, 1929
- „გადაწყვეტილება“, 1930
- „გამონაკლისი და წესი“, 1930
- „დედა“, 1931
- „მრგვალი და მახვილი თავები“, 1933
- „დედა კარარის თოფები“, 1937
- „დედა კურაჟი და მისი შვილები“, 1937
- „მესამე რაიხის შიში და გაჭირვება“, 1938
- „გალილეის ცხოვრება“, 1938
- „მეტრი პუნტილა და ლაქია მატი“, 1941
- „არტურო უის წინააღმდეგობრივი აღმასვლა, 1941
- „სიმონ მაშარის ხილვები“, 1942
- „შვეიკი მეორე მსოფლიო ომში“, 1943
- „კავკასიური ცარცის წრე“, 1945
- „ანტიგონე“, 1947
- „კომუნის დღეები“, 1949
- „მცირე ორგანონი თეატრისთვის“, 1948
- „დიალექტიკა თეატრში“, 1951
- „ტურანდოტი, ანუ მრეცხავთა კონგრესი“, 1954
რესურსები ინტერნეტში
- ვიკისაწყობის ლოგო შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ბერტოლტ ბრეხტი“ ვიკისაწყობში.
- ბერტოლტ ბრეხტი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაშიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ბერტოლტ ბრეხტი — ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IBDb) (ინგლისური)
- ბერტოლტ ბრეხტი — Find a Grave-ზე
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ბრეხიტის ნამუშევრები ინგლისურად
- ბრეხტის საერთაშორისო საზოგადოება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- The Brecht Yearbook
- Bertolt Brecht's Photo & Gravesite
- Poem of Brecht on the street in Portland Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- FBI files on Bertolt Brecht
- Brechts Werke, Bibliography Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- A history of Mack the Knife Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Pages with script errors
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- გერმანელი დრამატურგები
- გერმანელი მწერლები
- გერმანელი პოეტები
- აუგსბურგელი მწერლები
- გერმანელი მამაკაცი პოეტები
- გერმანელი ლიტერატურის კრიტიკოსები
- გერმანელი თეატრის კრიტიკოსები
- მოდერნისტული თეატრი
- გერმანელი მამაკაცი დრამატურგები
- XX საუკუნის გერმანელი დრამატურგები
- XX საუკუნის გერმანელი სცენარისტები
- გერმანელი მამაკაცი სცენარისტები