ბერყენიანი
იერსახე
ბერყენიანი — მცენარეთა ფორმაცია, ახასიათებს მეჩხერი ხეთადგომა. ცნობილია ნათელი ტყეების და არიდული (ქსეროფილური) მეჩხერი ტყეების სახელით. გავრცელებულია კავკასიის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში, შუა და წინა აზიაში.
საქართველოში გვხვდება აღმოსავლეთ და სამხრეთ რაიონებში, მთის ქვედა და ნაწილობრივ შუა სარტყელში, ზღვის დონიდან 350—900 (1000) მ-ზე, ველების, ფრიგანას („მთის ქსეროფიტების“) და არიდული მეჩხერი ტყეების ზონაში ყავისფერ და წაბლა ნიადაგებზე. შექმნილია ტირიფფოთოლა (ლათ. Pyrussalicifolia) და ქართული (ლათ. Pyrussalicifolia georgica) ბერყენებით. უმთავრესად გვხვდება უროიანი, ვაციწვერიანი, ფრიგანიანი, ბუჩქიანი და სხვა ბერყენიანის ვარიანტები (ასოციაციები).
ლიტერატურა
- სახოკია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1977. — გვ. 335.