ბესა
იერსახე
ბესა (ბერძ. Βέσσας) – ბიზანტიელი სტრატეგოსი (სარდალი) ეგრისში 550-554 წლებში. 550 წელს ბიზანტიას დაუმორჩილა აჯანყებული აბაზგები; 551 წელს ირანელებს წაართვა ციხე-ქალაქი პეტრა, მაგრამ 553 წელს სასტიკად დამარცხდა ირანელებთან ბრძოლაში ტელეფისის მახლობლად. ეგრისის მეფის გუბაზის თხოვნით იუსტინიანე კეისარმა ბესა თანამდებობიდან გადააყენა, ჩამოართვა მთელი ქონება და აბაზგიაში გადაასახლა.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1977. — გვ. 339.
|