ბესკიდები
ბესკიდები | |
---|---|
ფაილი:Beskidy Bieszczady SE.jpg | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | პოლონეთის დროშა პოლონეთი უკრაინის დროშა უკრაინა სლოვაკეთი ჩეხეთი |
უმაღლესი წერტილი | ბაბია-გურა |
სიმაღლე | 1725 მ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ბესკიდები (უკრ. Бескиди, პოლ. Beskidy, ჩეხ. Beskydy) — დასავლეთ და ნაწილობრივ აღმოსავლეთ კარპატების ჩრდილოეთ ნაწილში ქედების ზოლი პოლონეთის, უკრაინის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის ტერიტორიებზე. იყოფა დასავლეთ და აღმოსავლეთ ბესკიდებად. აღმოსავლეთი ბესკიდები ვრცელდება პოლონეთში, უკრაინასა და სლოვაკეთში. შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან: აღმოსავლეთით ბეშჩადი (მთა ტარნიცა, 1348 მ) და დასავლეთით დაბალი ბესკიდები (მთა ლაცკოვა, 997 მ). აკუთვნებენ აგრეთვე ონდავის მაღლობსა და უკრაინის კარპატების ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს, ეგრეთ წოდებულ დნესტრის ბესკიდებს (მთა მაგურა, 1363 მ). დასავლეთი ბესკიდები განფენილია პოლონეთში, სლოვაკეთსა და ჩეხეთში. იყოფა ორ ნაწილად: დასავლეთით მორავია-სილეზიის ბესკიდები (მთა ლისა-გურა, 1323 მ) და აღმოსავლეთით მაგურის ბესკიდები (მთა ბაბია-გურა, 1725 მ). ბესკიდები აგებულია ცარცული და მესამეული ქვიშაქვებითა და ფიქლებით. კალთებზე 1400 მ-მდე შერეული და წიწვოვანი ტყეებია, ზემოთ — ტანბრეცილი ტყე და სუბალპური მდელოები.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ბესკიდები“ ვიკისაწყობში.
- ბესკიდები — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1977. — გვ. 341.