ბისთი
იერსახე
ბისთი[1], ბისტი[2], ბიშტი[2] — სეფიანთა ირანში XV საუკუნის ბოლოს შემოღებული სამონეტო სისტემის უმცირესი ნომინალი (ნომინალური წონა 0,93 გრ), შეიცავდა 20 დინარს. ჭრიდნენ ვერცხლისა და სპილენძისაგან სადღესასწაულო დღეებში მოწყალების გასაცემად. იჭრებოდა ნახევარი და მეოთხედი ბისთის ღირებულების მონეტებიც.
მოხსენიებულია ქართულ წყაროებშიც. ცნობილია თბილისის ზარაფხანაში ერეკლე II-ის დროს მოჭრილი ბისთი.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1977. — გვ. 415.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1997. — გვ. 443.
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted