ბრილის ჯვარი
ბრილის ჯვარი, დავით კურაპალატის ჯვარი — ისტორიული მონუმენტური ხელოვნების ძეგლი, საწინამძღვრო ჯვარი, აღმოჩნდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილის ცენტრში 1898 წელს, ადგილობრივი გლეხის, ქართველიშვილის მარნის კედელში (მარანი ამჟამად აღარ არსებობს). ჯვარი შუა საუკუნეების ქართული ჭედური ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია. ოქრომჭედელი ასათი, დამკვეთი დავით კურაპალატი. ჯვარი ვერცხლისგანაა დამზადებული და მოოქროვილია. მკლავებს შუა ზოლზე თავად ჯვრის ზომა 27,2 სმ X 16,2 სმ-ია, წაგრძელებულ კუთხეებზე კი 30 X 19 სანტიმეტრს აღწევს, ბურთულას სიმაღლე 6 სანტიმეტრია, ბურთულას ჯვართან 2 სანტიმეტრიანი რგოლი აკავშირებს.[1] ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1977. — გვ. 522.
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1990. — გვ. 425.
რესურსები ინტერნეტში
- ასათ მოქმედი – X საუკუნის ქართველი ოქრომჭედელი, ავტორი ბრილის ჯვარისა
- თარგი:საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა
სქოლიო
- ↑ ჩუბინაშვილი გიორგი, ქართული ოქრომჭედლობა, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1956. — გვ. 162.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted