შინაარსზე გადასვლა

ბრონისლავ მალინოვსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დასაფლავებულია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საქმიანობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მუშაობის ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ალმა-მატერი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
განთქმული მოსწავლეები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პარტნიორ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სამეცნიერო ხარისხი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მამა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დედა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ნათესავ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Script error: No such module "collapsible list".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

ბრონისლავ კასპერ მალინოვსკი (პოლ. Bronisław Kasper Malinowski; დ. 7 აპრილი, 1884, კრაკოვი — გ. 16 მაისი, 1942, ნიუ-ჰეივენი, კონექტიკუტი, აშშ) — პოლონური წარმოშობის ბრიტანელი ანთროპოლოგი. ფუნქციონალიზმის დამაარსებელი ანთროპოლოგიასა და სოციოლოგიაში. მან კრაკოვის უნივერსიტეტში ფიზიკა და მათემატიკა შეისწავლა და 1908 წელს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი დაიცვა. შემდგომი ორი წლის განმავლობაში ლაიფციგის უნივერსიტეტში ფიზიკურ ქიმიას ეუფლებოდა, მოგვიანებით კი ზუსტ მეცნიერებათა შესწავლას თავი დაანება და 1910-1914 წლებში ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიას ეუფლებოდა. აქვე დაამთავრა ასპირანტურა.

პროფესიული საქმიანობა

1914-1918 წლებში. მალინოვსკი ახალი გვინეის კუნძულ ტრობრიანდის, კანარის კუნძულების და ავსტრალიის აბორიგენების ყოფას იკვლევდა. ევროპაში დაბრუნების შემდეგ, 1927 მალინოვსკიმ ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობა მიიღო. 1938 წელს იგი გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც იელის უნივერსიტეტში ასწავლიდა და იმავდროულად მექსიკაში საველე კვლევას ატარებდა. მალინოვსკიმ პირველმა გამოიყენა ჩართული დაკვირვების მეთოდი. მისი აზრით, ეთნოგრაფი და სოციალური ანთროპოლოგიის მკვლევარი, გარკვეული დროის განმავლობაში იმ საზოგადოებაში უნდა ცხოვრობდესრომელსაც სწავლობს. მალინოვსკი ცდილობდა კონკრეტული საზოგადოების კულტურის პრობლემები ადამიანის ფუნდამენტური ბიოლოგიური მოთხოვნილებებიდან გამომდინარე შეესწავლა და მოითხოვდა თითოეული კულტურის მთლიანობაში, მისი ელემენტების ფუნქციურ ურთიერთკავშირში განხილვას. ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, მან ჩამოაყალიბა კულტურის შესწავლის ფუნქციური მიდგომა, რომლის თანახმადაც, ნებისმიერ ცივილიზაციაში ნებისმიერი ჩვეულება, მატერიალური ობიექტი, იდეა და რწმენა ასრულებს სასიცოცხლო ფუნქციას, წყვეტს გარკვეულ ამოცანას და არის კულტურის, როგორც მთელის, აუცილებელი ნაწილი.

კულტურის ფუნქცია მალინოვსკის შეხედულებით ისაა, რომ პირდაპირ ან ირიბად დააკმაყოფილოს ადამიანის მოთხოვნილებები. კულტურაში არაფერია ზედმეტი, შემთხვევითი.თუ რომელიმე ჩვეულება მყარად სრულდება – ის საჭიროა. ამა თუ იმ კულტურაში ესა თუ ის ჩვეულება მავნედ ან უაზროდ გვეჩვენება მხოლოდ იმიტომ, რომ საკმარისად არ ვიცით მისი კავშირი ადამიანის ბაზისურ მოთხოვნილებებთან ან სხვა კულტურულ მოვლენებთან კავშირის გარეშე ვაფასებთ. მალინოვსკის პირველი წიგნი „წყნარი ოკეანის არგონავტები“ (1922), რომელიც ახალი გვინეის უცნობი კულტურის შესწავლას ეძღვნება. ამ ნაშრომით დასრულდა სოციალურ ანთროპოლოგიაში გაბატონებული ტრადიცია კულტურის სპეკულანტური შესწავლისა და დაიწყო ახალი, ემპირიული სოციალური ანთროპოლოგიის ეტაპი. მალინოვსკიმ ჩამოაყალიბა „ჩართული დაკვირვების“ მეთოდი, რაც გულისხმობს მკვლევარის სრულყოფილ ინტეგრაციას საკვლევ კულტურაში. სწორედ ამ მეთოდით „შიგნიდან“ შეისწავლა ტრობრიანდიის კუნძულის მკვიდრთა ცხოვრება: აიშენა ქოხი, ისწავლა მათი ენა, აბორიგენებთან ერთად თევზაობდა, ნადირობდა, მონაწილეობდა რიტუალებსა და დღესასწაულებში. მის მიერ მოპოვებული მრავალი ემპირიული მასალა და რიტუალების დაწვრილებით აღწერა მკითხველს აბორიგენების კულტურაში ცხოვრებაში თანამონაწილეობის სრულ განცდას ანიჭებს. ამ შრომაში განსაკუთრებით საინტერესოდაა გაანალიზებული საჩუქრების გაცვლის სისტემა და მისი სოციალური ფუნქცია.

მალინოვსკიმ „წყნარი ოკეანის არგონავტებში“ პირველად გამოთქვა მოსაზრება კულტურის ფუნქციონალისტური შესწავლის აუცილებლობის შესახებ. 1929 წელს გამოქვეყნებულმა მეორე მნიშვნელოვანმა ეთნოგრაფულმა შრომამ – „ველურების სქესობრივი ცხოვრება ჩრდილო-აღმოსავლეთ მელანეზიაში. სიყვარული, ქორწინება და ოჯახური ცხოვრება ბრიტანული ახალი გვინეის ტრობრიანდიის კუნძულის აბორიგენებში“ – დიდი ინტერესი გამოიწვია მკითხველთა და მეცნიერთა შორის. სქესობრივი ცხოვრება მალინსოვსკის აინტერესებდა ბუნებისა და კულტურის, სპონტანურობისა და წესის დუალობის თვალსაზრისით. ოჯახი, როგორც სქესების ურთიერთობის სოციალური შედეგი, აბორიგენების კულტურაში ემყარება ორმხრივი ურთიერთობის წესს. ოჯახის სოციალური საზრისი მდგომარეობს ორმხრივობის და, შესაბამისად, თემის (თემური ურთიერთობების) ფორმირებაში. ტრობრიანდიელები ერთმანეთისაგან მკაფიოდ განასხვავებენ სასიყვარულო ურთიერთობასა და ქორწინებას. სასიყვარულო ურთიერთობა დამყარებულია დროის თავისუფლად გატარებასა და სპონტანურ ორმხრივ ურთიერთობაზე, ხოლო ქორწინება – იძულებასა და მავალდებულებელ ორმხრივ ურთიერთ - კავშირზე. ქორწინება (ინსტიტუციონალიზებული სქესობრივი კავშირი), მოზარდების მოწიფულობაში გადასვლისა და სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობის საშუალებაა და განსაკუთრებული როლი აკისრია მატერიალურ და სიმბოლურ „ქონებათა“ გაცვლაში. სასიყვარულო ურთიერთობა ასრულებს სქესობრივი ლტოლვის დაკმაყოფილების ფუნქციას, ხოლო ქორწინება უზრუნველყოფს წყვილების სოციალურ აღიარებას, საზოგადოებაში მათ რანგსა და პრესტიჟს.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • შესავალი თანამედროვე აზროვნებაში. ტ.III, თბილისი. 2007წ.

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted