შინაარსზე გადასვლა

ბურდუხანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბურდუხანი, ბორდოხანი, საქართველოს მეფის გიორგი III-ის მეუღლე, თამარ მეფისა და რუსუდანის დედა, ოსთა მეფის ხუდდანის ასული. გიორგისა და ბურდუხანის ქორწინება (1150-იანი წლები) მიზნად ისახავდა ჩრდილოეთის ძლიერ მეზობლებთან კავშირის განმტკიცებას. ბურდუხანი გარდაიცვალა 1180-იანი წლების დასაწყისში.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა


თარგი:ერთიანი საქართველოს კონსორტები