ბუსრა
ბუსრა* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
![]() | ||
ქვეყანა | ![]() | |
ტიპი | კულტურული | |
კრიტერიუმები | i, iii, iv | |
სია | [1] | |
რეგიონი** | არაბული ქვეყნები | |
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 1980 (მე-4 სესია) | |
ნომერი | 22 | |
საფრთხის ქვეშ | 2013 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
![]() |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 22 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ბუსრა (არაბ. بصرى) — უძველესი ქალაქი სამხრეთ სირიაში. წარმოადგენს ქვეყნის მთავარ არქეოლოგიურ ტერიტორიას და 1980 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს.
პირველი დასახლებები ამ ტერიტორიაზე, ნახსენებია ძველი ეგვიპტის ფარაონების - თუთმოს III-ისა და ამენჰოტეპ IV-ის დოკუმენტებში (ძვ.წ. XIV საუკუნე). უკვე ძვ.წ. II საუკუნეში, ბუსრა ნაბატეის სამეფოს ქალაქია. ახ.წ. 106 წელს, აღნიშნული სამეფო რომის იმპერატორ ტრაიანეს გენერალმა კორნელიუს პალმამ დაიპყრო.
რომის იმპერიის შემადგენლობაში, ქალაქს სახელი გადაერქვა და ეწოდა ნოვა-ტრაიანე-ბოსტრა და წარმოადგენდა რომის ერთ-ერთი პროვინციის - ქვიანი არაბეთის დედაქალაქს. ბუსრა რამდენიმე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზის გადაკვეთაზე აღმოჩნდა, სულ მალე აყვავდა და რეგიონის მთავარი მეტროპოლია გახდა.
VII საუკუნეში ქალაქი სასანიდებმა დაიპყრეს, შემდეგ მას მოჰყვა მცირე ხნიანი ბიზანტიური დაპყრობა და ბოლოს რაშიდთა არმიამ დაიპყრო ხალიდ იბნ ალ-ვალიდის მეთაურობით. ამის შემდეგ, ბუსრას ისლამური ისტორია იწყება.
გალერეა
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4a/Commons-logo.svg/langka-35px-Commons-logo.svg.png)
- Catholic Encyclopedia on Bosra
- Official website of Bosra city Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Bosra World Heritage site in panographies - 360 degree interactive imaging Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Extensive photo site about Bosra