ბუხრინწა
იერსახე
ბუხრინწა (ლათ. Tyto alba) — ფრინველი ბუსნაირთა რიგისა. სხეულის სიგრძე 33-39 სმ-ია, გავრცელებულია ევროპაში (ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის გამოკლებით), სამხრეთ აზიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და ავსტრალიაში, ბალტიისპირეთში, ბელარუსსა და უკრაინაში. ბუდეს იკეთებს ფუღუროში და სხვენზე. დებს 6-8 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 34 დღემდე. იკვებება მღრღნელებით, იშვიათად ფრინველებით.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1977. — გვ. 597.