გაბრიელ ბატისტუტა
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გაბრიელ ომარ ბატისტუტა (ესპ. Gabriel Omar Batistuta; დ. 1 თებერვალი, 1969, რეკონკისტა (სანტა-ფე), სანტა-ფეს პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. 1994, 1998 და 2002 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში.[1][2][3]
კარიერის უმთავრესი წლები გაატარა „ფიორენტინასა“ და „რომაში“. საყოველთაო აღიარება მოიპოვა, როგორც გამორჩეული საგოლე ალღოსა და ორიგინალური სტილის მქონე ფორვარდმა. სპეციალისტების შეფასებით, ფლობდა რთულ სათამაშო სიტუაციებში სწრაფად გარკვევისა და ხელსაყრელი საგოლე პოზიციის შერჩევის იშვიათ უნარს. განსაკუთრებით გამოირჩეოდა საგოლე მომენტების გამოყენების მაღალი მაჩვენებლით. თავდამსხმელის ამპლუის მიუხედავად, დიდ გავლენას ახდენდა მოედნის მთელ პერიმეტრზე. მისი ყოფნა მინდორზე დიდწილად განსაზღვრავდა მთელი მატჩის მსვლელობის ხასიათს. ცნობილი იყო თავისი პერიოდული „აფეთქებებით“, რა დროსაც ყველაზე სახიფათო ხდებოდა მეტოქეთათვის, განსაკუთრებით — შეტევის დამამთავრებელ ფაზაში. კარიერის დასაწყისშივე დაიმკვიდრა გოლეადორის სტატუსი. ამის გამო, არგენტინელი და იტალიელი კომენტატორები საფეხბურთო რეპორტაჟებში მას უმეტესად — „ბატიგოლად“ მოიხსენიებდნენ. მსოფლიოს წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების ავტორიტეტულ ექსპერტთა უმრავლესობა ბატისტუტას ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო არგენტინელ ფორვარდად მიიჩნევს. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 88-ე ადგილზე დასახელდა.[4][5]
ბიოგრაფია
დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს ქალაქ აველიანედაში, სანტა-ფეს პროვინციაში. თავიდან ბატისტუტას კალათბურთელობა სურდა, თუმცა მის არჩევანზე გადამწყვეტი გავლენა არგენტინის 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელისა და ბომბარდირის მარიო კემპესის შთამბეჭდავმა თამაშმა მოახდინა, რისი ნახვის შემდეგაც ბატისტუტამ, მისივე სიტყვებით, მოსვენება დაკარგა: „მე უბრალოდ ვაბოდებდი კემპესზე, იმდენად მომნუსხა მისმა თამაშმა, კალათბურთისკენ გახედვაც აღარ მინდოდა, კემპესი — აი, ვინ მინდოდა გამოვსულიყავი“. — არაერთხელ აღნიშნავს ის თავის მომავალ ინტერვიუებში.
საკლუბო კარიერა
ბატისტუტა თავის საკლუბო კარიერას 1988 წელს — არგენტინის პრიმერა დივიზიონის მონაწილე „ნიუელს ოლდ ბოისში“ იწყებს, რომლის შემადგენლობაშიც ეროვნული ჩემპიონატის 16 შეხვედრას ატარებს და ოთხი გოლი გააქვს. იმავე წელს მისი გუნდი ლიბერტადორესის თასის ფინალში გადის, თუმცა ორი მატჩის ჯამში მონტევიდეოს „ნასიონალთან“ მარცხდება. მომდევნო სეზონზე „რივერ პლეიტის“ რიგებში გამოდის, სადაც ქვეყნის პირველობის 19 მატჩში იცავს გუნდის ღირსებას და სამჯერ იღებს მეტოქეთა კარს. ამავე სეზონში იგი პირველ სერიოზულ წარმატებას აღწევს, როდესაც გუნდთან ერთად პირველად ხდება არგენტინის ჩემპიონი. 1990–1991 წლებში „ბოკა ხუნიორსის“ რიგებშია. ამ კლუბში იგი ჩემპიონატის 30 შეხვედრაში გამოდის მინდორზე და 13 ბურთის გატანას ახერხებს. სეზონის დამთავრების შემდეგ, იმავე 1991 წელს ბატისტუტა არგენტინიდან იტალიაში ინაცვლებს, სადაც სერია A-ს მონაწილე „ფიორენტინას“ უერთდება. როდესაც 1993 წელს „ფიორენტინა“ სერია B-ში ქვეითდება, ბატისტუტა კლუბს არ ტოვებს და მას კვლავ სერია A-ში დაბრუნებაში ეხმარება. ამ ერთგულების დასაფასებლად „ფიორენტინას“ გულეშემატკივრებმა მადლიერების ნიშნად 1996 წელს ბატისტუტას ბრინჯაოს ქანდაკება აღმართეს .[6] მიუხედავად იმისა, რომ 1996 წელს ის კლუბთან ერთად გახდა კოპა იტალიის და იტალიის საფეხბურთო სუპერთასის გამარჯვებული, მას „ფიორენტინას“ შემადგენლობაში არასდროს მოუგია სერია A. თუმცა, 2000 წელს, მას შემდეგ რაც „რომაში“ გადავიდა, ამ ტიტულსაც დაეუფლა.[7] 2003 წელს იჯარით შეუერთდა „ინტერს“. იმავე წელს გადავიდა კატარულ კლუბ „ალ არაბში“, სადაც 2005 წლამდე დაყო. აქვე დაასრულა საფეხბურთო კარიერაც.[8] ბატისტუტა სერია A-ს ყველა დროის ბომბარდირთა შორის 184 გატანილი გოლით 318 მატჩში იკავებს 12-ე ადგილს.
სანაკრებო კარიერა
არგენტინული ფეხბურთის არსებობის მანძილზე, არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მას ყველაზე მეტი გოლი (54 გოლი 77 მატჩში) ჰქონდა გატანილი, მანამდე სანამ 2016 წლის 21 ივნისს აღნიშნული რეკორდი არ მოხსნა ლიონელ მესიმ.[9] კარიერის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო სამ მსოფლიო ჩემპიონატში, სადაც გაიტანი 10 გოლი, რითაც მსოფლიო ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირთა შორის იკავებს მერვე ადგილს.[10] ის არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც შეასრულა ორი ჰეტრიკი სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე. არგენტინის შემადგენლობაში მოგებული აქვს ორი კოპა ამერიკა (1991, 1993), არტემიო ფრანკის თასი (1993) და 1992 წლის ფიფა-ს კონფედერაციის თასი. ბატისტუტა მიჩნეულია მისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად. 1999 წელს ფიფა-ს საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებაზე მესამე ადგილი დაიკავა.[11]
სტატისტიკა
კლუბი
კლუბი | სეზონი | ლიგა | თასი[12] | კონტინენტური[13] | ჯამში | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მატჩები | გოლები | მატჩები | გოლები | მატჩები | გოლები | მატჩები | გოლები | ||
ნიუელს ოლდ ბოისი | 1988–89 | 16 | 4 | — | 5 | 3 | 21 | 7 | |
ჯამში | 16 | 4 | — | 5 | 3 | 21 | 7 | ||
რივერ პლეიტი | 1989–90 | 19 | 3 | — | — | 19 | 3 | ||
ჯამში | 19 | 3 | — | — | — | — | 19 | 3 | |
ბოკა ხუნიორსი | 1990–91 | 30 | 13 | — | 10 | 6 | 39 | 19 | |
ჯამში | 30 | 13 | — | — | 10 | 6 | 39 | 19 | |
ფიორენტინა | 1991–92 | 27 | 13 | 3 | 1 | — | 30 | 14 | |
1992–93 | 32 | 16 | 3 | 3 | — | 35 | 19 | ||
1993–94 | 26 | 16 | 4 | 3 | 2 | 2 | 32 | 21 | |
1994–95 | 32 | 26 | 5 | 2 | — | 37 | 28 | ||
1995–96 | 31 | 19 | 8 | 8 | — | 39 | 27 | ||
1996–97 | 32 | 13 | 3 | 2 | 7 | 4 | 42 | 19 | |
1997–98 | 31 | 21 | 5 | 3 | — | 37 | 24 | ||
1998-99 | 28 | 21 | 6 | 4 | 3 | 1 | 37 | 26 | |
1999–00 | 30 | 23 | 3 | 0 | 11 | 6 | 44 | 29 | |
ჯამში | 269 | 168 | 40 | 26 | 23 | 13 | 333 | 207 | |
რომა | 2000–01 | 28 | 20 | 0 | 0 | 3 | 1 | 31 | 21 |
2001–02 | 23 | 6 | 1 | 0 | 8 | 0 | 32 | 6 | |
2002–03 | 12 | 4 | 2 | 1 | 6 | 1 | 20 | 6 | |
ჯამში | 63 | 30 | 3 | 1 | 17 | 2 | 83 | 33 | |
ინტერი | 2002–03 | 12 | 2 | — | — | 12 | 2 | ||
ჯამში | 12 | 2 | — | — | — | — | 12 | 2 | |
ჯამში | 430 | 245 | 43 | 27 | 55 | 24 | 507 | 271 |
ნაკრები
არგენტინის ნაკრები | |||
---|---|---|---|
წელი | მატჩები | გოლები | |
1991 | 7 | 6 | |
1992 | 5 | 6 | |
1993 | 15 | 6 | |
1994 | 10 | 6 | |
1995 | 10 | 7 | |
1996 | 5 | 3 | |
1997 | 2 | 0 | |
1998 | 12 | 12 | |
1999 | 2 | 2 | |
2000 | 5 | 4 | |
2001 | 1 | 1 | |
2002 | 3 | 1 | |
ჯამში | 77 | 54 |
ტიტულები
კლუბი
- არგენტინის პრიმერა დივიზიონი: 1989–90
- სერია B: 1993–94
- კოპა იტალია: 1995–96
- იტალიის საფეხბურთო სუპერთასი: 1996
- სერია A: 2000–01
- იტალიის საფეხბურთო თასი: 2001
ნაკრები
- კოპა ამერიკა: 1991, 1993
- ფიფა-ს კონფედერაციის თასი: 1992
- არტემიო ფრანკის თასი: 1993
ინდივიდუალური
- კოპა ამერიკის ბომბარდირი:1991, 1995
- ფიფა-ს კონფედერაციის თასი ბომბრადირი: 1992
- სერია A-ს ბომბარდირი: 1994–95[15]
- კოპა იტალიის ბომბარდირი: 1995–96[16]
- FIFA XI: 1997, 1998[17]
- FIFA-ს მსოფლიო ვერცხლის ბუცი: 1998[18]
- არგენტინის წლის ფეხბურთელი: 1998
- ESM-ის წლის ნაკრები: 1998–1999[19]
- სერია A-ს წლის საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი: 1999[20]
- ფიფა-ს საუკეთესო ფეხბურთელი: 1999[21]
- კატარის ლიგის ბომბარდირი: 2004
- FIFA 100: 2004 [22][23]
- იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზი: 2013[24]
- რომას დიდების დარბაზი: 2015[25]
- არგენტინის ყველა დროის სიმბოლური ნაკრების წევრი: 2015 [26]
- ფიორენტინას დიდების დარბაზი[27]
ბიბლიოგრაფია
<templatestyles src="თარგი:Refbegin/styles.css" />
- გოდუაძე, ლაშა (2010). მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010). თბილისი: გაზეთი „მსოფლიო სპორტი“.
- Trost, Alex (2013). 100 of the Top World Cup Footballers of All Time. London: A&V. ISBN 1493-58316-6Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Ortega, Ariel (2016). Burrito. Mi Autobiografia. Mendoza: Grupo Planeta. ISBN 9504-95402-2Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Yametti, Carlos Francisco (1987). El Archivo del Fútbol. Buenos Aires. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Glanville, Brian (2018). The Story of the World Cup. London: Faber. ციტირების თარიღი: 2018-07-26. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ISBN 9780571325566Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Squires, David (2016). The Illustrated History of Football. Sydney: Random House. ISBN 1780895585Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Holt, Nick (2014). The Mammoth Book of the World Cup. London: Running Press Adult. ISBN 0762452242Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Foer, Franklin (2005). How Soccer Explains the World. New York: HarperCollins. ISBN 0060731427Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Witzig, Richard (2006). The Global Art of Soccer. New Orleans, LA: Cusiboy Publishing. ISBN 0977668800Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Goldblatt, David (2007). The Ball is Round: A Global History of Football. London: Riverhead Books. ISBN 1594482969Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Савин, А.В., История футбола - игроки, тренеры, судьи, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: Терра-спорт, 2001. — გვ. 55. 367 გვ, ISBN 5-93127-139-2Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი
- ფანების საიტი
- ნაკრების სტატისტიკა — RSSSF
- გაბრიელ ბატისტუტა — National-Football-Teams.com
- გაბრიელ ბატისტუტა ფოტო გალერეა
- არგენტინული ფეხბურთის სტატისტიკა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Estadísticas del Fútbol Argentino
სქოლიო
- ↑ Héctor Darío Pelayes (16 იანვარი, 2009). Argentine Squads in the World Cups (World Cup 1994). Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 12 ივლისი, 2018.
- ↑ Héctor Darío Pelayes (16 იანვარი, 2009). Argentine Squads in the World Cups (World Cup 1998). Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 12 ივლისი, 2018.
- ↑ Héctor Darío Pelayes (16 იანვარი, 2009). Argentine Squads in the World Cups (World Cup 2002). Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 12 ივლისი, 2018.
- ↑ Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100 · 23 დეკემბერი, 2015. Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.
- ↑ Eoghan McMonagle (14 სექტემბერი, 2011). Gabriel Batistuta – Fiorentina Icon, Calcio Legend Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted — „Rarely has a player come to symbolise their club in the same way that Batistuta defined Fiorentina during nine seasons from 1991 to 2000“. Goalden Times Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted წაკითხვის თარიღი: 2 თებერვალი, 2018.
- ↑ Gabriel Batistuta History – His Fans. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-10. ციტირების თარიღი: 2018-02-03.
- ↑ Roma-scudetto, racconta il tuo 17 giugno 2001 Italian. Corriere dello Sport (17 ივნისი, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-12. ციტირების თარიღი: 15 ივნისი, 2013.
- ↑ Argentine striker Gabriel Batistuta retires from soccer. USA Today (14 მარტი, 2005). ციტირების თარიღი: 15 ივნისი, 2013.
- ↑ USA 0–4 Argentina: Lionel Messi sets new national goalscoring record as Tata Martino's side reach Copa America final. Daily Mail (21 June 2016). ციტირების თარიღი: 14 September 2017.
- ↑ Batistuta bids farewell. FIFA.com (14 March 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ივნისი 2016. ციტირების თარიღი: 2 July 2016.
- ↑ "Rivaldo on top of the world" Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted FIFA.com. Retrieved 17 November 2013
- ↑ მოიცავს კოპა იტალიას, იტალიის საფეხბურთო სუპერთასს, და კატარის ამირას თასი.
- ↑ მოიცავს ლიბერტადორესის თასი, ანგლო-იტალიური თასი, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა, უეფა-ს ევროპის ლიგა და უეფა-ს თასების მფლობელთა თასი.
- ↑ Gabriel Omar Batistuta – Goals in International Matches. RSSSF (14 July 2016). ციტირების თარიღი: 14 ივლისი, 2017.
- ↑ Igor Kramarsic; Alberto Novello. Italy – Serie A Top Scorers. RSSSF (11 ივნისი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-31. ციტირების თარიღი: 2 დეკემბერი, 2015.
- ↑ Davide Rota. Italy – Coppa Italia Top Scorers. RSSSF (4 ივნისი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-29. ციტირების თარიღი: 15 ივნისი, 2015.
- ↑ FIFA XI´s Matches – Full Info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-17. ციტირების თარიღი: 2018-02-03.
- ↑ Awards. FIFA.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-08. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2015.
- ↑ ESM XI. RSSSF (14 March 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 თებერვალი 2016. ციტირების თარიღი: 29 ნოემბერი 2015.
- ↑ Italy – Footballer of the Year. RSSSF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 6 თებერვალი, 2015.
- ↑ Rivaldo on top of the world. FIFA.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 27 იანვარი, 2015.
- ↑ The Guardian (4 მარტი, 2004). The FIFA 100. FIFA today published Pele's list of the 100 greatest living footballers. Compiled to mark the 100th anniversary of the Fifa's foundation, the list is so good it actually contains 125 names. theguardian.com. წაკითხვის თარიღი: 30 აგვისტო, 2019.
- ↑ BBC Sport (4 მარტი, 2004). Pele's list of the greatest. These are the 125 players selected by Brazilian legend Pele to mark Fifa's 100th anniversary. Argentina: Alfredo Di Stefano, Daniel Passarella, Diego Maradona, Gabriel Batistuta, Hernan Crespo, Javier Saviola, Javier Zanetti, Juan Sebastian Veron, Mario Kempes, Omar Sivori. news.bbc.co.uk. წაკითხვის თარიღი: 22 ივლისი, 2018.
- ↑ Hall of fame, 10 new entry: con Vialli e Mancini anche Facchetti e Ronaldo Italian. La Gazzetta dello Sport (27 October 2015). ციტირების თარიღი: 30 აგვისტო, 2019.
- ↑ Hall of Fame Italian. A.S. Roma. ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2016.
- ↑ AFA (2015). La Selección de todos los tiempos Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. Durante el 2015, en AFA Revista distintas personalidades del fútbol armaron su 11 ideal de la historia albiceleste y, en base a lo que eligió cada uno, éste es el equipazo que se formó. afa.com.ar. წაკითხვის თარიღი: 13 ივლისი, 2018.
- ↑ IV Hall of Fame Viola: Toldo, Chiarugi e non solo entrano nella galleria degli onori Italian. violanews.com (8 დეკმბერი, 2015). ციტირების თარიღი: 30 აგვისტო, 2016.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|
- Pages with script errors
- თარგი წიგნი/გვერდები
- თარგი წიგნი/გვერდნი
- იტალიელი არგენტინელები
- არგენტინელი ფეხბურთელები
- დაბადებული 1969
- დაბადებული 1 თებერვალი
- არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები
- არგენტინის პრიმერა დივიზიონის ფეხბურთელები
- ნიუელს ოლდ ბოისის ფეხბურთელები
- რივერ პლეიტის ფეხბურთელები
- სერია A-ს ფეხბურთელები
- ფიორენტინას ფეხბურთელები
- რომას ფეხბურთელები
- 1991 წლის კოპა ამერიკის ფეხბურთელები
- 1993 წლის კოპა ამერიკის ფეხბურთელები
- 1994 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 1998 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2002 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- ფიფას 100-ეული
- ფიფა-ს კონფედერაციების თასის მფლობელი ფეხბურთელები
- კოპა ამერიკის გამარჯვებული ფეხბურთელები