გალიჩის ტბა
იერსახე
გალიჩის ტბა | |
---|---|
გალიჩის ტბა გალიჩის ტბა | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
მდებარეობა | რუსეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 100 მ |
სიგრძე | 17 კმ |
სიგანე | 6,4 კმ |
ფართობი | 75,4 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 5 მ |
აუზის ფართობი | 872 კმ² |
ჩამდინარე მდინარეები | ჩელსმა სრედნაია |
გამომდინარე მდინარე | ვექსა |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გალიჩის ტბა (რუს. Галичское озеро) — ტბა რუსეთში, კოსტრომის ოლქში. ფართობი 75,4 კმ². ოვალური ფორმა აქვს. წაგრძელებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. სიგრძე 17 კმ, სიგანე 6,4 კმ. მაქსიმალური სიღრმე 5 მ-მდე. ნაპირები დაბალია და დაჭაობებული, ფსკერი ლამიანი. არის საპროპელის დიდი მარაგი. ოქტომბრის ბოლოდან აპრილამდე ტბა იყინება. ტბის წყლის დონე 100 მ-მდეა ზღვის დონიდან. გალიჩის ტბა ძირითადად საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. აღმოსავლეთ მხარეს ერთვის რამდენიმე პატარა მდინარე, რომელთაგან უდიდესია ჩელსმა და სრედნაია, გამოედიენა კოსტრომის მარცხენა შენაკადი მდინარე ვექსა.
სამხრეთ ნაპირზე მდებარეობს ქალაქი გალიჩი. ტბა მდიდარია თევზით.