გამბუზია
იერსახე
გამბუზია (ლათ. Gambusia affinis) — თევზი კობრისკბილასნაირთა რიგის პეცილიისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 3,5-7,5 სმ. ახასიათებს სქესობრივი დიმორფიზმი. მამლის ანალური ფარფლის წინა სხივი გარდაქმნილია საკოპილაციო ორგანოდ - გონოპოდიუმად. ცოცხლადმშობია. განაყოფიერება შინაგანია. ზაფხულში იძლევა 6 თაობას დაახლოებით თითო თვის შუალედით. თითო ნაყარში 15-იდან 100-მდე და მეტი ლიფსიტაა. გამბუზია ბინადრობს პატარა დამდგარ წყალსატევებში. იკვებება კოღოს მატლებითა და ჭუპრებით, მცირე ზომის წყლის ცხოველებით, სხვა თევზების ქვირითით, საკუთარი ლიფსიტებითაც კი. მისი სამშობლოა ჩრდილოეთ ამერიკა.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1977. — გვ. 650.