გამოქვაბული
გამოქვაბული, ქვაბი — კლდეში გამოღრმავებული ადგილი, მღვიმის საპირისპიროდ ქართულ სპელეოლოგიურ და არქეოლოგიურ ლიტერატურაში ადამიანის მიერ გამოკვეთილ ხელოვნურ ღრმულს აღნიშნავს. გამოიყენებოდა საცხოვრებლად, სახიზრად, სალოცავად, პირუტყვის სადგომად, დოვლათის შესანახად და სხვა. განსაკუთრებით ფართოდ იყენებდნენ ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის I ნახევრიდან (რკინის იარაღის ათვისების შემდეგ).
გამოქვაბულები საქართველოში
საქართველოში ცნობილია გამოქვაბულთა კომპლექსები უფლისციხე, ვარძია, შიომღვიმე და სხვა.
ისტორიული ძეგლებიდან ჩანს, რომ საქართველოში იყო გავრცელებული სხვადასხვა მასალისაგან აშენებული ნაგებობანი; არსებობდა კლდეებში გამოკვეთილი სახლები და მთელი ქალაქებიც-კი. გამოქვაბული საცხოვრისის შემდეგ ფეხი მოიკიდა ჯერ უქვითკირო ხოლო შემდეგ ქვითკირით ნაშენმა საცხოვრისებმა.
ლეონტი მროველის თქმით სპარსთა გმირის ქაიხოსროსაგან ოტებულნი და საქართველოში შემოხიზნული „თურქნი“, რომ თარგი:Blockquote
კლდეში კაფვა და მუშაობა, ლეონტი მროველის სიტყვით, შემდეგშიც ყოფილა საქართველოში. როდესაც ალექსანდრე მაკედონელისაგან გარემოცულ სარკინე ქალაქის მცხოვრებთ გაუჭირდათ, თარგი:Blockquote
კლდეში გამოკვეთილ ნაგებობათა ხნიერების გასათვალისწინებლად საქართველოში საგულისხმოა, რომ ქართლის მოქცევის მატიანის ავტორს „ციხჱ დიდი სარკინისაჲ უფლის ციხჱ“ საქართველოს უძველეს ციხეთა შორის აქვს დასახელებული.
ლიტერატურა
- ივ. ჯავახიშვილი, „მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის — მშენებლობის ხელოვნება ძველ საქართველოში“, თბ., 1946.
- კალანდაძე, ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1977. — გვ. 662.