განგრენა
განგრენა | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
მშრალი განგრენა ფეხზე | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დარგი | Script error: No such module "WikidataIB". |
სიხშირე | Script error: No such module "PrevalenceData". |
კლასიფიცირება და გარე წყაროები | |
DiseasesDB | 19273 |
MedlinePlus | 007218 |
Patient UK | განგრენა |
MeSH | D005734 |
განგრენა (ლათ. Gangraena) — სხეულის რომელიმე ნაწილის ან ორგანოს კვდომა (ნეკროზი). ვითარდება ქსოვილების ჟანგბადით მომარაგების შეწყვეტის ან მკვეთრი დაქვეითების დროს, გვხვდება უმეტესად გულიდან დაშორებულ უბნებში (მაგალითად, კიდურების თითები) ან ისეთ კერებში, სადაც დარღვეულია ადგილობრივი სისხლის მიმოქცევა.
გამომწვევი მიზეზები
განგრენის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს გარეგანი და შინაგანი.
გარეგანი მიზეზები | შინაგანი მიზეზები | |||
---|---|---|---|---|
მექანიკური | ფიზიკური | ქიმიური | სხვა | ქსოვილთა კვების დარღვევასთან დაკავშირებული პროცესები |
|
|
|
|
|
ტიპები
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f3/Plate_II_Mortification_%28gangrene%29%2C_Robert_Carswell_1830s_Wellcome_L0074380.jpg/300px-Plate_II_Mortification_%28gangrene%29%2C_Robert_Carswell_1830s_Wellcome_L0074380.jpg)
განარჩევენ მშრალ, სველ და აიროვან განგრენას.
მშრალი
მშრალი განგრენის დროს ქსოვილი თანდათანობით კარგავს სითხეს, იჭმუხნება, მკვრივდება და პატარავდება. დანეკროზებული უბანი მურა ფერს იღებს ან შავდება. ამ პროცესს მუმიფიკაციასაც უწოდებენ. სისხლით მომარაგების უეცარ შეწყვეტას თან სდევს ძლიერი ტკივილი, კიდური ფერმკრთალდება და ცივდება, პულსი და კანის მგრძნობელობა ნელ-ნელა ქრება, დაზიანებული ადგილის ფუნქცია ირღვევა. კვდომა პერიფერიიდან ცენტრისაკენ ვრცელდება, მკვდარი და საღი ქსოვილის მიჯნაზე ვითარდება დემარკაციული ხაზი. მშრალი განგრენა ძირითადად კიდურებზე, ცხვირის წვერზე და ყურის ბიბილოზე ჩნდება (უმეტესად მოყინვისა და ქიმიური დამწვრობის შედეგად). შინაგანი ორგანოების ასეპტიკური ნეკროზის დროს მკვდარი უბანი ნელ-ნელა შეიწოვება და მის ადგილს ნაწიბუროვანი ქსოვილი იკავებს ან ვითარდება ცისტა. თუ ქსოვილებში ლპობითი ინფექცია შეიჭრა, მშრალი განგრენა შეიძლება სველ განგრენად გადაიქცეს.
სველი
სველი განგრენის დროს ქსოვილები ფუვდება და დიდდება, დანეკროზებული უბანი ჭუჭყიანი მწვანე ფერის მასად იქცევა, რასაც სიდამპლის სუნი ასდის, კანი მგრძნობელობას კარგავს, სხეულის ტემპერატურა მაღალია. თუ ორგანიზმი დაუძლურებულია და მოსაზღვრე საღი ქსოვილების ადგილის რეაქცია სუსტია, პროცესი შორს ვრცელდება, სისხლში ლპობითი რღვევის პროდუქტების მოხვედრა კი სეფსისს იწვევს (უმეტესად შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში). იშვიათად, კეთილთვისებიანი მიმდინარეობის დროს, სველი განგრენა შეიძლება მშრალ განგრენად გადაიქცეს.
მკურნალობა და პროფილაქტიკა
განგრენის მიზეზის თავიდან აცილება, სისხლის გადასხმა, ანტიბიოტიკების მიღება, ზოგჯერ საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1977. — გვ. 676.
რესურსები ინტერნეტში
- ვიკისაწყობის ლოგო შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „განგრენა“ ვიკისაწყობში.
- განგრენა - Med.ge Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- განგრენა www.medgeo.net
სქოლიო
- ↑ გველის ნაკბენი[მკვდარი ბმული] higia.ge
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted