გენო ადამია
გენო ადამია | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბადების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
კუთვნილება |
სსრკ საქართველო |
ჯარის სახეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სამხედრო სამსახურის წლები | 1992-1993 |
წოდება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მეთაურობდა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ბრძოლები/ომები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯილდოები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გენო აკაკის ძე ადამია (დ. 8 მარტი, 1936, სენაკი — გ. 28 სექტემბერი, 1993, სოხუმი) — ქართველი გენერალ-მაიორი (1993), აფხაზეთის ომის მონაწილე (1992–1993). საქართველოს ეროვნული გმირი (2020), ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი (1994).
ბიოგრაფია
გენო ადამია დაიბადა სენაკში, სამეგრელოში. სწავლობდა მოსკოვის პოლიგრაფიული ინსტიტუტის ფილიალში, საიდანაც 1956 წლის 9 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით გარიცხეს. 1957–1991 წლებში მუშაობდა ქუთაისში, გაგრაში, კრასნოდარში, სოხუმში სამრეწველო საწარმოებში და სამშენებლო ობიექტებზე. 1991 წლიდან იყო აფხაზეთში ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე, ხოლო ე. წ. აფხაზეთის კონფლიქტის დაწყების შემდეგ–სახალხო ლაშქრის რაზმების ერთ–ერთი ორგანიზატორი.[1]
შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებისთანავე, 1992 წელს, გენო ადამიამ დაიწყო მოხალისეთა შეგროვება ქალაქის მოსალოდნელი აგრესიისაგან დაცვის მიზნით. შემდეგ იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაური. მალევე, დაწინაურდა და გენერალ-მაიორი გახდა. ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა გენერალმა, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგაც კი უარი თქვა დანებებაზე. მცირე ძალებით იგი განაგრძობდა სეპარატისტებისათვის წინააღმდეგობის გაწევას. დაიღუპა ბრძოლაში, კელასურის ხიდზე, 28 სექტემბერს.[2]
1993 წლის ნოემბერში, მისმა თანამებრძოლებმა მისი ცხედარი თბილისში გადმოასვენეს. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.
ჯილდოები
- 1993 — ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
- 1994 — ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (სიკვდილის შემდეგ)
- 2020 — ეროვნული გმირის ორდენი (სიკვდილის შემდეგ)[3]
ლიტერატურა
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1997. — გვ. 48.
რესურსები ინტერნეტში
- გენო ადამია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ერთი ბრძოლის ისტორია
- 8 მარტს აღინიშნება გენო ადამიას 75-ე წლისთავი (რუსული)
სქოლიო
- ↑ გენო ადამია. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 6 მაისი, 2018.
- ↑ გენერალი გენო ადამია. Iverieli. ციტირების თარიღი: 6 მაისი, 2018.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted