გერმანიის საფეხბურთო სუპერთასი (გერმ.DFL-Supercup) — საფეხბურთო გათამაშება გერმანიაში, სადაც გერმანიის ბუნდესლიგის და გერმანიის თასის გამარჯვებულები ხვდებიან ერთმანეთს. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ჩემპიონატსაც და თასსაც ერთი გუნდი მოიგებს, მაშინ მას სუპერთასზე ჩემპიონატში მეორე ადგილზე გასული გუნდი დაუპირისპირდება. სუპერთასი თამაშდება 1987 წლიდან.
გათამაშების ისტორიაში ყველაზე წარმატებული კლუბია „ბაიერნი“, რომელმაც 7-ჯერ მოიპოვა ტიტული. მოქმედი გამარჯვებულია „ბაიერნი“.