შინაარსზე გადასვლა

გიგა ლორთქიფანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიგა ლორთქიფანიძე
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გიგა ლორთქიფანიძე
დაბადების სახელი გრიგოლ ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
გაუჩინარდა Script error: No such module "Separated entries".
გარდაცვალების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
დაკრძალულია Script error: No such module "Separated entries".
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი
წოდება Script error: No such module "Separated entries".
მეუღლე(ები) ქეთევან კიკნაძე (მსახიობი)
შვილ(ებ)ი ნანა ლორთქიფანიძე
მშობლები Script error: No such module "Separated entries".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე (დ. 19 ოქტომბერი, 1927, თბილისი — გ. 13 ივნისი, 2013, იქვე) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი, რუსთაველისა და მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე, ასზე მეტი სპექტაკლის, მარჯანიშვილის თეატრის ხელმძღვანელი დიდი დროის განმავლობაში, 4 ფილმის — მათ შორის, „დათა თუთაშხიას“ ავტორი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით 1996 წელს.[1]

1950 წელს დაამთვარა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრისა და ხელოვნების ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

1952–1954, 1957–1963, 1963–1967, 1976–1980 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1954–1956 წლებში ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის, 1963–1965 თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი; 1967 წელს რუსთავში დააარსა სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1976 წლამდე; 1984–1986 წლებში საქართველოს ტელევიზიის მხატვრული ხელმძღვანელი; 1985 წლიდან ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1999-2000 წლებში შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორი. მისი მნიშვნელოვანი დადგმებია: კ. გოლდონის „სასტუმროს დიასახლისი“ (1952), კ. ლორთქიფანიძის „კოლხეთის ცისკარი“ (1959), ნ. დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „მე ვხედავ მზეს“ (1960, 1961), სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“ (1978) და სხვ., ვ. აბაშიძის მუსიკალურ თეატრში „მევიოლინე სახურავზე“ (1986), თბილისის საოპერო თეატრში ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“ (1990), ბ. კვერნაძის „კოლხთა ასული“ (1997), ბათუმის საოპერო თეატრში ჯ. ვერდის „აიდა“ (1998). განხორციელებული აქვს დადგმები მოსკოვის თეატრ „სოვრემენნიკში“ და „მოზარდ მაყურებელთა თეატრში მალაია ბრონნაიაზე“; გადაიღო მხატვრული ფილმები: „დათა თუთაშხია“ (1976-1977), „წიგნი ფიცისა“ (1983), „ერთ პატარა ქალაქში“ (1985), „თეთრი ბაირაღები“ (1990), „პრემიერა“ (1992). ეწეოდა აქტიურ სააზოგადოებრივ მოღვაწეობას. 2009 წელს გამოვიდა საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის, დაცვით.[2] ასევე ცნობილი იყო ნაციონალური მოძრაობის მმართველობის კრიტიკით.[3] მისი დაა ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე.

1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა (მანამდე ლერმონტოვის ქუჩის ნაწილი).[4]

ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა

სცენარის ავტორი ფილმებისა

გადაღებულია ფილმში

დადგმული სპექტაკლები

მარჯანიშვილის თეატრი

რუსთავის თეატრი

თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი

  • 1986: „მევიოლინე სახურავზე“

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

ბათუმის საოპერო თეატრი

მოსკოვის თეატრ „სოვრემენნიკი“

მოზარდ მაყურებელთა თეატრი მალაია ბრონნაიაზე

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიების კომიტეტი, თავმჯდომარე
  • საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, გამგეობის თავმჯდომარე (1985-)
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 19 ოქტომბერი – დაიბადა გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-09. ციტირების თარიღი: 20 თებერვალი, 2021
  2. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  3. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted[მკვდარი ბმული]
  4. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრები თარგი:საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრები