გილუხიფა
იერსახე
გილუხიფა იეროგლიფებში |
<hiero>k:y-r:g-y-pA-B1</hiero> |
გილუხიფა, კილუ-ჰეფა — მითანის მეფე შუთარნა II-ის ქალიშვილი, მითანის მომდევნო მეფის თუშრათას, არტაშუმარასა და ბირია-ვაზას და.
პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე გილუხიფა გააგზავნეს ეგვიტეში ამენჰოტეპ III-სთან დასაქორწინებლად. ეს მოხდა ამენჰოტეპის მეფობის მეათე წელს. გილუხიფა გახდა ამენჰოტეპის მეორე ცოლი, ფარაონის მთავარი ცოლი კი იყო ტიია.
26 წლის შემდეგ მისი ძმისშვილი ტადუხეფა გახდა ასევე ამენჰოტეპის საცოლე.
ლიტერატურა
- Wolfgang Helck, Urkunden der 18. Dynastie 1957
- Aidan Dodson & Dyan Hilton, The Complete Royal Families of Ancient Egypt, Thames & Hudson 2004